ბათუმის სპორტის სასახლეში ჩატარებულ საერთაშორისო ფრენბურთის ტურნირზე "ბათუმის თასი 2026", ქუთაისის გოგონათა გუნდმა მე-2 ადგილი დაიკავა.
ტურნირი 2010-2011 და 2012-2013 წლებში დაბადებულთა შორის გაიმართა.
შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქის გუნდებთან ერთად ლატვიის, თურქეთისა და სომხეთის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. გოგონათა ტურნირში სულ 12-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
,,ქუთაისმა” (მწვრთნელი, ქეთევან ლებანიძე) ჯგუფში ყველა თამაში მოიგო და შემდეგ ეტაოზე პირველი ადგილით გავიდა. მეოთხედფინალში ,,თბილისი” დაამარცხა 2:1, ნახევარფინალში ,,თურქეთის” გუნდს მოუგო და ფინალში გავიდა. ოქროს მედლებისთვის ბრძოლაში ,,ქუთაისი” ,,ბათუმთან” დამარცხდა.
ტურნირის საუკეთესო გამთამაშებელი ქუთაისი გუნდის წევრი ბარბარე ხვადაგიანი გახდა.
