კიკბოქსინგში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირ გიორგი ანწუხელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი ჩატარდა.
შეჯიბრს ქალაქ ახმეტამ უმასპინძლა. ტურნირში ქუთაისელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და ჯამში 8 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
ოქროს მედალოსნები: ზურა ყუფიანი — 63 კგ;ლუკა ხარაიშვილი — 63 კგ; საბა ჯიჯელავა — 60 კგ; დანიელ გოლეთიანი — 57 კგ; საბა მაღლაფერიძე — 35 კგ; გვანცა ხურციძე — 35 კგ;თომა მელაშვილი — 45 კგ;ლაზარე ქუთათელაძე — 30 კგ.
ვერცხლის მედალოსნები:იაკობ ქუთათელაძე — 50 კგ;გაბრიელ თევდორაძე — 53 კგ.
