სანდრო ბაზაძე ალჟირის მსოფლიო თასის ჩემპიონია.
ქართველმა მოფარიკავემ ფინალში უნგრელი კრისტიან რაბი 15 - 12 დაამარცხა.
ნახევარფინალში კი იაპონელ მაო კოკუბოს სძლია.
სანდრო ბაზაძე ალჟირის მსოფლიო თასის ჩემპიონია.
ქართველმა მოფარიკავემ ფინალში უნგრელი კრისტიან რაბი 15 - 12 დაამარცხა.
ნახევარფინალში კი იაპონელ მაო კოკუბოს სძლია.
ბათუმის სპორტის სასახლეში ჩატარებულ საერთაშორისო ფრენბურთის ტურნირზე "ბათუმის თასი 2026", ქუთაისის გოგონათა გუნდმა მე-2 ადგილი დაიკავა.
ტურნირი 2010-2011 და 2012-2013 წლებში დაბადებულთა შორის გაიმართა.
შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქის გუნდებთან ერთად ლატვიის, თურქეთისა და სომხეთის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. გოგონათა ტურნირში სულ 12-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
,,ქუთაისმა” (მწვრთნელი, ქეთევან ლებანიძე) ჯგუფში ყველა თამაში მოიგო და შემდეგ ეტაოზე პირველი ადგილით გავიდა. მეოთხედფინალში ,,თბილისი” დაამარცხა 2:1, ნახევარფინალში ,,თურქეთის” გუნდს მოუგო და ფინალში გავიდა. ოქროს მედლებისთვის ბრძოლაში ,,ქუთაისი” ,,ბათუმთან” დამარცხდა.
ტურნირის საუკეთესო გამთამაშებელი ქუთაისი გუნდის წევრი ბარბარე ხვადაგიანი გახდა.
კიკბოქსინგში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირ გიორგი ანწუხელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი ჩატარდა.
შეჯიბრს ქალაქ ახმეტამ უმასპინძლა. ტურნირში ქუთაისელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და ჯამში 8 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
ოქროს მედალოსნები: ზურა ყუფიანი — 63 კგ;ლუკა ხარაიშვილი — 63 კგ; საბა ჯიჯელავა — 60 კგ; დანიელ გოლეთიანი — 57 კგ; საბა მაღლაფერიძე — 35 კგ; გვანცა ხურციძე — 35 კგ;თომა მელაშვილი — 45 კგ;ლაზარე ქუთათელაძე — 30 კგ.
ვერცხლის მედალოსნები:იაკობ ქუთათელაძე — 50 კგ;გაბრიელ თევდორაძე — 53 კგ.
ილია სულამანიძის პირველი ოქრო მსოფლიო ჩემპიონატზე- ტყიბულელი ჯუდოკა უმაღლესი სინჯის მედალს დაეუფლა და კარიერაში პირველად მსოფლიო ჩემპიონი გახდა .
ტყიბულელი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იაპონელ დოტა არაის შეხვდა.
7 ოქტომბერს, „ნინო სალუქვაძის ტირში“ მიმდინარე “თბილისის თასზე“ 10-მეტრზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში ვაჟებმა იასპარეზეს. თბილისის მერიის სპორტის სამსახურის დაფინანსებულ შეჯიბრში 21 მსროლელი მონაწილეობდა.
საუკეთესოდ ქუთაისელმა იოანე ხვარეშიამ იასპარეზა - 574 ქულა დააგროვა და ჩემპიონი გახდა. მას ერთბაშად 2 სერიაში ჰქონდა 98-ქულიანი შედეგი.
შეგახსენებთ, რომ იოანე ხვარეშიამ აგვისტოში ევროპის ჩემპიონატზე 23-წლამდელთა შორის 2 ოქრო მოიპოვა და წარმატებულ სეზონს კვლავაც აგრძელებს.
მომდევნო საპრიზო ადგილები თბილისელებმა მოიპოვეს, „კლუბი ნინო სალუქვაძე“: მეორეზე კაკო მოსულიშვილი გავიდა, მესამეზე - ლევან ქადაგიძე.
,,თბილისის თასი“ 8 ოქტომბერს შერეულ წყვილთა ტურნირით დასრულდება.
საბერძნეთის ქალაქ სალონიკში სამბოში ჭაბუკთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა.
ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების #17 სპორტული სკოლის სპორტსმენმა, დავით სანიკიძემ საპრიზო ადგილი დაიკავა და სამშობლოში ვერცხლის მედლით დაბრუნდა. მწვრთნელი, თამაზ ონიანი.
მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს ქუთაისელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს. ინდოეთში ,(ნიუ-დელი) მიმდინარე მკლავჭიდისა და პარა-მკლავჭიდის…
შაბათი ოქტომბერი 31
In სპორტიშავი ზღვის აკვატორიაში გარემოსდაცვით სახელმწიფო კონტროლს დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო ახორციელებს. სამმართველო საქართველოს…
შაბათი ოქტომბერი 31
In საზოგადოებაქუთაისის მერის მოადგილემ შალვა მშვილდაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ საერთაშორისო ფოტოკონკურსის " ილო 2026"-ის…
პარასკევი ოქტომბერი 30
In კულტურა“ტორპედო” და გიორგი არაბიძე თანამშრომლობას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წყვეტენ. დავით დოლაბერიძე, კლუბის გენერალური დირექტორი: “საზოგადოების მაღალი…
ხუთშაბათი ოქტომბერი 29
In სპორტისაქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ქალაქ ქუთაისში, N2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება…
ოთხშაბათი ოქტომბერი 28
In საზოგადოება