- სპორტი
- გადასვლები: 658
ქუთაისის საკალათბურთო გუნდის თამაშზე წასვლის მსურველებს უფასო ავტობუსი მოემსახურება
ქუთაისის საკალათბურთო კლუბი "ქუთაისი 2010", საქართველოს თასის ნახევარფინალში, ვიქტორ სანიკიძის აკადემიას დაუპირისპირდება.
მატჩს 15 აპრილს, თბილისის სპორტის სასახლე “თბილისი არენა” უმასპინძლებს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, გულშემატკივრებისთვის უფასო ავტობუსია გამოყოფილი.
ავტობუსი თბილისისკენ 15 აპრილს, ქუთაისის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან 12:30 საათზე გავა.