საქართველოს სუპერლიგის ფინალური სერიის მეხუთე მატჩი დღეს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა.
"ქუთაისი 2010" ა - ჩემპიონის ტიტული არ დათმო და წელს ზედიზედ მეორედ, ხოლო ჯამში მეოთხედ - ჩემპიონი გახდა
გადამწყვეტი ბრძოლა "თსუს" წინააღმდეგ დღეს "ქუთაისი 2010-ის" დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.
გუნდებს შორის სეზონის ყველაზე დაძაბული ბრძოლა დღეს შედგა, თუმცა ქუთაისმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა მისი სიძლიერე, ლიდერობა, გუნდურობა და თამაში საბოლოო ანგარიშით 93-82 -11 ქულიანი სხვაობით დაასრულა.
შეგახსენებთ საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფინალი ქუთაისში დაიწყო ,სადაც 2 ჯერ "თსუ" დაწინაურდა, შემდეგ 2 მატჩში კი ქუთაისურმა კლუბმა ანგარიში შემოაბრუნა .