24 მაისს, ეროვნული ლიგის მე-15 ტურში , თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება ქართული დერბი - „დინამო“ ( თბილისი) - „ტორპედო“ (ქუთაისი).
„ტორპედოს“ გულშემატკივრების თბილისში გამგზავრებას უზრუნველყოფს ქუთაისის მერია. უფასო ავტობუსი თბილისის მიმართულებით გავა „შენგელია არენას“ მიმდებარე ტერიტორიიდან, 24 მაისს, 14:00 საათზე.
