თბილისსა და ქუთაისში 27 ივნისიდან - 18 ივლისამდე ჩატარდება ახალგაზრდული 20 წლამდე მსოფლიო თასი ჩატარდება.
სულ 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, 8 გუნდი კი ქუთაისში ორ ჯგუფში იქნება გადანაწილებული: ზელანდია, ავსტრალია, საფრანგეთი, ესპანეთი, იაპონია, ფიჯი, შოტლანდია, იტალია.
ქუთაისში თამაშები „აიას“ სარაგბო კომპლექსში გაიმართება, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
„აიას“ კომპლექსის სამივე სტადიონი ჩემპიონატს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით უმასპინძლებს.
ქუთაისში რაგბის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატი მეორედ ტარდება.
