ხვალ,22 ივნისს, ბაღდათში ოლიმპიზმის საერთაშორისო დღის მასშტაბური აღნიშვნა იგეგმება. ღონისძიებები 10:00-12:00 საათამდე ახალგაზრდულ სკვერში მოეწყობა.იგეგმება სხვადასხვა სახის შემეცნებითი, გასართობი და სპორტული აქტივობები, ოლიმპიზმის თემატიკაზე გაიმართება პერფორმანსი. სიმბოლურად დაინთება ოლიმპიური ცეცხლი.მოეწყობა ბავშვთა ოლიმპიური სოფელი.
ღონისძიებას ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები და წარმატებული სპორტსმენები დაეწრებიან.
ორგანიზატორი ბაღდათის მერია და იმერეთის ოლიმპიური კომიტეტია.
ოლიმპიზმის საერთაშორისო დღე 1948 წლიდან აღინიშნება.