ქუთაისის,,ტორპედოს,, ხელმძღვანელობა პირველ აგვისტოს გულშემატკივარს შეხვდება და კლუბში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს.
,, გულშემატკივრებთან ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია “ტორპედოსთვის” განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს.
სწორედ ამ მიზნით, 1-ელ აგვისტოს, 13:00 საათზე, “შენგელია არენას“ საპრესკონფერენციო დარბაზში “ტორპედოს“ ხელმძღვანელობა კლუბის გულშემატკივარს შეხვდება. შეხვედრას ქალაქის მერი დავით ერემეიშვილი დაესწრება.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება კლუბში არსებული ვითარება, მიმდინარე პროცესები და სამომავლო გეგმები. დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები.
შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია. მოგიწოდებთ მობრძანდეთ “შენგელია არენაზე” და უშუალოდ მიიღოთ ინფორმაცია კლუბში მიმდინარე პროცესების შესახებ. ,,-ქუთაისის ,,ტორპედო,,.
გუნდის გულშემატკივრები ,,ტორპედოდან,, მწვრთნელის წასვლას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თამაშებზე დასწრებას შეწყვეტენ. ქუთაისის,,ტორპედოს,, ინფორმაციით, კლუბი გერმანელ სპეციალისტთან მუშაობას განაახლებს.
