იოანე ხვარეშია მეორე ოქროს მფლობელი ჰახდა.
ქუთაისელი ჩუბინი ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატში 10 მეტრზე პნევმატური იარაღიდან სროლაში ინდივიდუალურ პირველობაში გამარჯვების შემდეგ დღეს ჩემპიონი სოლო ტურნირშიც გახდა. ის ფინალში თავიდანვე ლიდერობდა უკრაინელ მაქსიმ კამინსკისთან და 10:5 დაამარცხა. არადა, კამინსკიმ მოიგო საკვალიფიკაციო ეტაპი და - გვარიანი უპირატესობითაც.
ეს საქართველოს მე-6 მედალია ევროპის ჩემპიონატში: 4 ოქრო და თითო ვერცხლ-ბრინჯაო. აქედან 5 მედალი ტყვიის სროლაზე მოდის - 3 ოქრო და თითო ვერცხლ-ბრინჯაო. ხვარეშია უკვე ევროპის ორგზის ჩემპონია, მესამე ოქრო კი საქართველოს გოგონათა ტრიომ მოუტანა-მარიამ მარშავა, მარიამ აბრამიშვილი, სალომე ფროდიაშვილი.
აბრამიშვილი ამავე დისტანციაზე ინდივიდუალურ ტურნირზე მეორე ადგილზე გავიდა, მარშავამ კი გიორგი მუმლაძესთან ერთად მიქსში ბრინჯაო მოიპოვა.
