იტალიის ქალაქ ვარეზეში აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა.
ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ნიჩბოსნობის სკოლის წარმომადგენლებმა, დავით ლაშქარეიშვილმა და გიორგი კანთელაძემ წარმატებით იასპარეზეს.
ჩემპიონატში, სადაც ევროპის 31 ქვეყნის 400 სპორტსმენი მონაწილეობდა, ქართველმა ნიჩბოსნებმა მსუბუქ წონაში, ორადგილიანი ნავის (LM2-) დისციპლინაში ვერცხლის მედლები მოიპოვეს და ევროპის ვიცე-ჩემპიონების ტიტული დაიმსახურეს.
