ბულგარეთის ქალაქ ბურგასში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე - "Burgas Cup", ქუთაისელმა ელენე ინასარიძემ ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.
პრესტიჟულ ტურნირში 53 სპორტსმენი მონაწილეობდა.
ელენე ინასარიძემ, რომელიც ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანიბის N15 ფარიკაობის სკოლის წარმომადგენელია, ყველა შეხვედრა წარმატებით ჩაატარა, ფინალში რუმინელი კარლა ლისნეანუ 15-5 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
