ქუთაისის საფეხბურთო სკოლების აღსაზრდელები დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩს დაესწრებიან.
შეხვედრა UEFA-ს სადისციპლინო გადაწყვეტილების გამო ოფიციალურად მაყურებლის გარეშე ტარდება.თუმცა , გამონაკლისის სახით სტადიონზე იქნებიან საქართველოს რეგიონების საფეხბურთო სკოლების ბავშვები — 10-14 წლის გოგონები და ბიჭები.
ასევე, UEFA-ს ცალკე გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთ ირლანდიელი გულშემატკივრების ნაწილი დაიშვება — ისინი, ვისაც მატჩზე ბილეთი და სასტუმრო უკვე დაჯავშნილი ჰქონდა მანამდე, სანამ უმაყურებლო მატჩის გადაწყვეტილება გამოცხადდებოდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პირველ მატჩს ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ 20:00 საათზე, „დინამო არენაზე“ დღეს გამართავს.
ფოტო-ქუთაისის საფეხბურთო კლუბი ,,სერვალი,,
