აკაკი კაკაურიძის სახელობის №18 სპორტულ სკოლაში კრივში ქუთაისის ღია პირველობა გაიმართა. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ: 2009–2010, 2011–2012, 2013–2014 და 2015–2016 წლებში დაბადებული სპორტსმენები.
ტურნირის ორგანიზატორები იყვნენ ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება და იმერეთის კრივის ფედერაცია.
გამარჯვებულები შესაბამისი მედლებით დაჯილდოვდნენ. ტურნირზე წარმატებული შედეგების მქონე სპორტსმენებით დაკომპლექტდება ქალაქის ნაკრები გუნდი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
