ქუთაისში ვეტერანის დღე აღინიშნა.
ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და რწმუნებულის მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
ღონისძიება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის იმერეთის რეგიონული სამმართველოს ორგანიზებით გაიმართა.
ვეტერანის დღის აღსანიშნავად, ქუთაისში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 29 ვეტერანს ადგილობრივი თვითმმართველობისგან ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადაეცა.
