ხვალ 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტური გაიმართება,სადაც მერებს აირჩევენ.მოქალაქეები ხვალვე 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 წევრს აირჩევენ.უბნები ამომრჩევლისთვის დილის 8 საათზე გაიხსნება.არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ცესკოს თავმჯდომარემ შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა.გიორგი კალანდარიშვილის თქმით,გახსნილია 1830 საარჩევნო უბანი და 29 სპეცუბანი,რომელიც მოემსახურება სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩეველს.მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 მილიონ ოთხმოცდარვა ათასს შვიდას ოცდაორს შეადგენს.
ხვალ საარჩევნო უბნებზე მისულ მოქალაქეებს ახალი დიზაინის კაბინები დახვდებათ.ქვეყნის მასშტაბით 1750 უბანზე ბიულეტინების დათვლის აუდიო და ვიდეო გადაღება განხორციელდება. სადამკვირველო ორგანიზაციები და მედია პროცესზე დაკვირვებას პირველი ტურის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტით შეძლებენ.ჯამში არჩევნების მეორე ტურს 119 მედია ორგანიზაციის 3 711 წარმომადგენელი გააშუქებს.
პარტია "თეთრების" ლიდერმა მსოფლიო ბანს,პაატა ბურჭულაძეს ქუთაისიდან მიმართა.თეიმურაზ შაშიაშვილის თქმით,მას სურვილი აქვს პაატა ბურჭულაძეს და იმ გუნდს,რომელსაც ის მხარს უჭერს, შეხვდეს და "კაცურად ესაუბროს".შაშიაშვილი მსოფლიო დონის საოპერო მომღერლის იმ განცხადებას გამოეხმაურა,რომლის მიხედვითაც ის ოპერის თეატრში არ შეუშვეს.
"ინტელიგენტი,რომელიც დღეს პოლიტიკურ მხარედ იქცევა,მე არ ვთვლი , რომ ეს სწორია.მიმაჩნია,რომ როდესაც პარტიებმა დაანაწევრეს ქვეყანა,ასეთ სიტუაციაში სჯობს მეცნიერები და ინტელიგენციის წარმომადგენლები აერთიანებდნენ.მე მინდოდა ბურჭულაძეს შევხვედროდი.ქუთაისმა მას აჩუქა ტერიტორია,რომ შეექმნა აქ კულტურულ-მუსიკალური კომპლექსი.ეს იყო1994-95 წელი .აქ რეალურად არაფერი აშენდა,პირიქით,ეს ადგილი მას გაუყიდია, კიდევ აქეთ ილანძღება და ტყუილს ამბობს , რომ ოპერაში არ შეუშვეს."-განაცხადა შაშიაშვილმა.
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ამბობს,რომ ქუთაისის განვითარება უკან იმ პარტიამ დახია,რომელთანაც თანამშრომლობს პაატა ბურჭულაძე.
"ქუთაისს ნუ ებრძვით,რატომ აპატარავებენ საკუთარ თავს ხელოვნების მოღვაწეები, რომ გაეგონ ფეხქვეშ პოლიტიკოსებს,ეს მე სირცხვილად მიმაჩნია"-მიმართა საოპერო ბანს პოლიტიკოსმა.