,,ქართული ოცნების,, ქუთაისის მერობის კანდიდატი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, მერობის კანდიდატის ბრიფინგს გამოეხმაურა. ხატია დეკანოიძემ დარღვევებზე ისაუბრა., იოსებ ხახალეიშვილი აცხადებს, რომ ქუთაისში არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
"ეს არის მათი საერთო მესიჯბოქსი, მე რამდენადაც ვარ საქმის კურსში, ქუთაისში არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ეს ცრუ ინფორმაციები ჩვენი ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. დარწმუნებული ვარ, მეორე ტური კიდევ უფრო მაღალ დონეზე და იქნება ამომრჩევლის მაღალი აქტივობა", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ხატია დეკანოიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ქუთაისის რამდენიმე უბანზე კარუსელის მცდელობასა და ფულის დარიგების შესახებ ისაუბრა.
http://act2.ge/index.php/temebi-ka/politic/2575-2021-10-30-06-35-19