"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ არჩევანი უკვე გააკეთა. როგორც კანდიდატმა აღნიშნა, ხმა ქალაქის განვითარებას მისცა
,,ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქალაქის განვითარება, თვითმმართველობის გაძლიერება, კეთილდღეობა და პოლიტიკური ცენტრის დაბრუნება ქუთაისში. მე სწორედ, ამის სასარგებლოდ მივეცი ახლა ხმა, კოალიციურ მმართველობას და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ეს ქალაქი არის ძვირფასი. რა თქმა უნდა, აუცილებელია, ყველამ მიიღოს ამ ქალაქის განვითარებაში მონაწილეობა."-განაცხადა დეკანოიძემ.