ქუთაისის 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12 საათისთვის ქალაქში ხმა 25 712-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც პროცენტულად 16,73%-ია.პირველ ტურზე ეს მაჩვენებელი 16,5 % იყო.ამ დროისთვის კომისიაში საჩივარი არ შესულა.ქუთაისში ხმას 153 726 ამომრჩეველი აძლევს.გახსნილია 124 უბანი.