- პოლიტიკა
- გადასვლები: 968
იოსებ ხახალეიშვილმა აღმაშენებლისა და წერეთლის ქუჩების რეაბილიტაციის შესახებ ისაუბრა
იოსებ ხახალეიშვილმა დღეიდან მუშაობა განაახლა, როგორც ქალაქის მოქმედმა მერმა. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გამოსვლის შემდეგ კი , ის მეორე ვადით დაიკავებს ქუთაისის მერის თანამდებობას.
დღეს იოსებ ხახალეიშვილი ქალაქში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო. ქალაქის მერმა ფალიაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ფასადის, "კოლხური შადრევანის", მდინარე ოღასკურას კალაპოტის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა; ასევე, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა, სადაც ახლახან გზის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.
" დავუბრუნდი ჩემს სამუშაო ადგილს და ახალი ენერგიით ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს. დღეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ვეცნობით. ბოლომდე გაკონტროლდება შესრულებული სამუშაოების ხარისხი და ვადები. ბევრი მათგანი წლის ბოლომდე დასრულდება. ყველა პროექტი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებითაა შერჩეული."- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში საუბარია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისას პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების, დეცენტრალიზაციის პროცესის მხარდაჭერის და საკრებულოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
ქუთაისის 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სარჩელი შეიტანეს და ბიულეტინების გაბათილებას ითხოვენ. პარტიის წარმომადგენელი გიგა შუშანია ამბობს, რომ ქუთაისში არჩევნების მეორე ტურზე ხდებოდა ამომრჩევლების მოსყიდვა, დაშინება, პირადობის მოწმობების წართმევა, კარუსელები, რაც გავლენას ახდენდა საბოლოო შედეგებზე.შუშანიას თქმით, ამ ფაქტს დამკვირვებლებიც ადასტურებენ.
,,რაც ოქმებში არის წარმოდგენილი, ნამდვილად არ ასახავს არჩევნების შედეგებს. ამ არჩევნებში ხატია დეკანოიძემ გაიმარჯვა და სამწუხაროდ, ქუთაისის ე.წ. არჩეული მერი არის მეტადონის პროგრამის მონაწილეების, სუსის, ე.წ კოვიდინფიცირებულების, რომლებიც თურმე მხოლოდ ოცნების მხარდამჭერები ყოფილან, ციხის პატიმრების მიერ არჩეული მერი და რა თქმა უნდა, ჩვენ მოვითხოვთ ყველა უბნის გაბათილებას, ეს რა ციფრებიც არის, ნამდვილად არ ასახავს არც ქუთაისელთა განწყობას და არც არჩევნების რეალურ შედეგებს.ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ,მაგრამ მეორე გზა ეს იქნება პროტესტი, რომელსაც ხელისუფლება ნამდვილად გაიგონებს და არ ვაპირებთ ვინმეს მოვაპარინოთ ქუთაისელთა ხმები,,-განაცხადა შუშანიამ.
„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი თანაქალაქელებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
ქუთაისის 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 30 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა 69 871 ამომრჩეველმა მიიღო, რაც პროცენტულად 45, 45%-ია.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"კანდიდატს ხატია დეკანოიძეს მხარი 32 703 ამომრჩეველმა - 48, 36% დაუჭირა. "ქართული ოცნების" კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილს კი ხმა 34 925 ამომრჩეველმა- 51,64%; მისცა.
ბათილი ბიულეტენების რაოდენობა - 2396-ია.ქუთაისში 124 უბნიდან ყველა დათვლილია.
ხვალ, 28 დეკემბერს, ქალაქ სამტრედიაში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე სკვერში, საქართველოს მთავრობის, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და…
შაბათი დეკემბერი 27
In საზოგადოებაქუთაისში 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებაზე ის სპორტსმენები, მწვრთნელები, გუნდები და კლუბები დაჯილდოვდნენ,…
პარასკევი დეკემბერი 26
In სპორტიბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა და 2025 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში მოისმინა.…
პარასკევი დეკემბერი 26
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.ბიუჯეტი საკრებულოს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის…
პარასკევი დეკემბერი 26
In პოლიტიკა27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად…
პარასკევი დეკემბერი 26
In საზოგადოება