ჩინეთის ქალაქ ნინბოში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა, ქუთაისელმა ნანა ხორავამ (77 კგ, B ) იასპარეზა.
პლანეტის პირველობაზე, ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით, სპორტსმენმა ატაცში 109 კგ დაძლია, აკვრაში 126 კილოგრამს გაართვა თავი, ორჭიდის ჯამში კი 235 კილოგრამი დააგროვა.
მსოფლიო ჩემპიონატზე ხორავა საბოლოოდ რომელ ადგილზე გავიდა, A ჯგუფის ასპარეზობის დასრულების შემდგომ გაირკვევა.
