ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისელთა საყოველთაო გაჭირვების, ქალაქში მოუგვარებელი პრობლემების ფონზე აპროტესტებს ქ.ქუთაისის მერის ხელფასის გაორმაგებას.
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისელთა საყოველთაო გაჭირვების, ქალაქში მოუგვარებელი პრობლემების ფონზე აპროტესტებს ქ.ქუთაისის მერის ხელფასის გაორმაგებას.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2021 წლის კონკურსში გაიმარჯვა.ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
გოგი წულაიას მორიგი პერფორმანსი.ამჯერად "ახალი ქრისტიან დემოკრატების " ლიდერი ჟურნალისტებს სიმბოლურად ფოსტის წინ შეხვდა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საპარსი მოწყობილობა გაუგზავნა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ამ ფორმით საპროცენტო სესხები გააპროტესტა. წულაია ამბობს,რომ დაპირება სესხების გადავადების შესახებ ტყუილი აღმოჩნდა და მომხმარებლებს ხელშეკრულებები უკანონოდ შეუცვალეს. მან ეროვნულ ბანკს სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა.
"ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გავუგზავნე საპარსი მოწყობილობა და მოვუწოდებ, რომ გვპუტავთ, ქაფით მაინც გაგვპარსეთ, რომ ნაკლებ მტკივნეული იყოს. ორი წლის წინ გამოვიტანე ხუთი ათასი ლარი, ვიხდიდი ყოველთვიურად, მაგრამ 5200 ლარია დარჩენილი. ეს არის ძარცვა, ამ პრობლემის წინაშე დგას ყველა პენსიონერი. ხელშეკრულებები უკანონოდ , გაფრთხილების გარეშე შეცვალეს. ეროვნული ბანკი ნაცვლად მოქალაქეებზე ზრუნვისა, ბანკირებზე ზრუნავს"-განაცხადა გოგი წულაიამ.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ მან "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა.
"ჩვენი ყველა ქმედება და გადაწყვეტილება მიმართული იყო ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების ჯანმრთელობის საუკეთესო გამოსავლების მისაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ იყო რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში და მთავარი სამიზნე იყო პანდემიასთან ბრძოლა, სამინისტრომ განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი", – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ის საქმიანობას "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.
ქუთაისის თვითმმართველობის შენობასთან ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" აქცია გამართა.
ქუთაისის საკრებულოს ორი დეპუტატი ტოვებს.მათგან ერთი , ბაქარ მახარაძე უმრავლესობიდან და ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი.
ცვლილებასთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარის განმარტება ვრცელდება.
"როგორც მოგეხსენებათ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს ორი დეპუტატისთვის, პირადი განცხადების საფუძველზე, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს. ეს არის უშუალოდ დეპუტატების მიერ მიღებული პირადი გადაწყვეტილებები და მათი სუბიექტური პოზიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის…
შაბათი მარტი 07
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 თებერვლიდან 28…
პარასკევი მარტი 06
In საზოგადოება7-9 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ქ. თბილისში 7 მარტს უმეტესად…
პარასკევი მარტი 06
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა.ა.ი.პ. რაგბის კლუბ ,,ბაღდათს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ბაღდათის მერმა…
პარასკევი მარტი 06
In სპორტისაქართველოში ტყიბულელ მამუკა კეკელიას ჩამოასვენებენ.ის უკრაინაში, რუსების წინააღმდეგ იბრძოდა და ოკუპანტებმა მოკლეს. ცხედარის გადმოსვენება ამ…
პარასკევი მარტი 06
In საზოგადოება