ჩინოვნიკები ხალხის ფულს საკუთარი ინტერესებისთვის ხარჯავენ- აცხადებენ ოპოზიციაში.
ჩინოვნიკები ხალხის ფულს საკუთარი ინტერესებისთვის ხარჯავენ- აცხადებენ ოპოზიციაში.
"დავითობას" გელათის მონასტერი კვლავ პრობლემებით ხვდება. "ნაციონალური მოძრაობაში" ფაქტს ხელისუფლების უმოქმედებას უკავშირებენ. პარტიის წევრის, გიგა შუშანიას განცხადებით, ტაძარში ყველა სამუშაო შეჩერებულია და ფრესკების გადარჩენის კუთხითაც არაფერი კეთდება. მისივე თქმით, ხელისუფლება გელათში "დავითობის" აღნიშვნასაც ვერ ბედავს. ის მოუწოდებს მთავრობას, ზეიმის ნაცვლად, პრობლემის მოგვარებაზე იზრუნოს და დრულად გადაარჩინოს დავით აღმაშენებლის მემკვიდრეობა.
"ოცნება აღარიბებს", "ხელისუფლება დაგვცინის"- ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ქუთაისის მერიის წინ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის " ორგანიზებით აქცია გაიმართა.
ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველი დაუცველთა კვების შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ბრიფინგს განცხადებით პასუხობს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიგა შუშანიას მორიგი სიცრუე- პოლიტიკური, უსაფუძვლო ბრალდებები, "მადლიერების სახლის" ბენეფიციართა კვების შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს, არის ციფრებით მანიპულირება და მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დღეს ბრიფინგი მადლიერების სახლის შენობის წინ გამართა.გიგა შუშანიამ მედიას ინფორმაცია სოციალურად დაუცველთა სასადილოსა და კვების შესახებ მიაწოდა.ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ქუთაისის მერიამ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის საკვების მოსამზადებლად ახალი ტარიფი დაადგინა,რომლის მიხედვითაც ხორციანი სადილის მომზადება 2022 წელს თითქმის შეუძლებელი იქნება.გაძვირებული პროდუქტების ფონზე, ერთი ულუფისთვის თვითმმართველობამ მხოლოდ 2 ლარი და 25 თეთრი გამოყო. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ სირცხვილია, როდესც ქალაქის პირველი პირის ხელფასი 5 500 ლარია, ხოლო სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების გამოსაკვებად კი თვეში მხოლოდ 67 ლარია განსაზღვრული.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს.მათჲ დარბაზში უკრანის დროშა გაშალეს და სხდომას დროშის ფერების პირბადეებით დაესწრნენ.ოპოზიონერმა დეპუტატებმა მეგობარ სახელმწიფოში მიმდინარე პროცესები დაგმეს და უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.
ქუთაისში, ჭავჭავაძის ხიდის მიმდებარედ მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცის მოწყობის პროექტირებისთვის არქიტექტურული კონკურსი გამოცხადდა. თანამედროვე სტანდარტების სარეკრეაციო…
სამშაბათი ნოემბერი 04
In საზოგადოებაქუთაისელი ძალოსანი ნანა ხორავა ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ალბანეთში მიმდინარე 20 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ნანა…
სამშაბათი ნოემბერი 04
In სპორტიინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა,ბაღდათი-აბასთუმნის გზაზე კაკასხიდი-ზეკარის 16 კმ-იანი მონაკვეთის (კმ17-კმ33) სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. აღნიშნული…
სამშაბათი ნოემბერი 04
In საზოგადოებაქუთაისელმა სამოქალაქო აქტივისტმა გოჩა უგულავამ შიმშილობა დაიწყო. ის აფხაზეთიდან დევნილ,71 წლის აზა ჩილაჩავას სოლიდარობას უცხადებს…
ორშაბათი ნოემბერი 03
In საზოგადოებადღეს ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში ლევან მოსიაშვილის პერსონალურ გამოფენა გაიხსნა. გამოფენა 13…
ორშაბათი ნოემბერი 03
In კულტურა