სოფელ დიდველაში ე.წ ზივზივაძეების უბანში საავტომობილო გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 1650 მ/რ გზაზე იგება რკინა ბეტონის საფარი და ეწყობა სანიაღვრეები.
სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „ჯეო როუდ ინვესტი“ ასრულებს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
სოფელ დიდველაში მიმდინარე სამუშაოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, პირველ მოადგილე დავით სილაგაძესთან, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კახა მსხვილიძესთან და სოფელ დიდველის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ზივზივაძესთან ერთად გაეცნო.
დიდველაში ე.წ ზივზივაძეების უბანში საავტომობილო გზას რეაბილიტაცია აქამდე არასდროს არ ჩატარებია.
აღნიშნულო პროექტის განხორციელება ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის კახა ენუქიძის წინა სააერჩევნო დაპირება იყო.
ასევე მალე დაიწყება ქალაქ ბაღდათში კახიანის ქუჩის გზის საფარის რეაბილიტაცია, რომლის სამუშაოებიც საგზაო დეპარტამენტის მიერ იქნება განხორციელებული.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ჭიათურის მერთან გივი მოდებაძესთან ერთად, სოფელ ითხვისში დაზიანებული სახლები მოინახულა, დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და მათგან ინფორმაცია პირადად მოისმინა. ამ ეტაპზე 12 ოჯახი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს.ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ ჭიათურის მერია დაზარალებულ ოჯახებს დროებით ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფს.
„ხელისუფლებამ პირველივე დღიდან მიიღო შესაბამისი ზომები. ის ოჯახები, რომელსაც ყველაზე მეტად ემუქრება საფრთხე, თავიანთი საცხოვრებელი სახლებიდან უკვე გაყვანილია. მათთვის გამოვყავით ალტერნატიული სახლები, როგორც სხვადასხვა სოფელში, ასევე ჭიათურაში.
გეოლოგიური ჯგუფი უკვე მუშაობს, რომელიც შეისწავლის სიტუაციას და დაადგენს თუ რამდენად უსაფრთხოა აქ ცხოვრება“- აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
გეოლოგიური პრობლემების წარმოშობის მიზეზებზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება უკვე დაიწყო. სპეციალისტები დასკვნას სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ დადებენ.
სოფელ ითხვისში ე.წ. ,,მახათაძეების უბანში" 12 სახლი მნიშვნელოვნად დაზიანებულია.