ჩინოვნიკები ხალხის ფულს საკუთარი ინტერესებისთვის ხარჯავენ- აცხადებენ ოპოზიციაში.
ჩინოვნიკები ხალხის ფულს საკუთარი ინტერესებისთვის ხარჯავენ- აცხადებენ ოპოზიციაში.
"დავითობას" გელათის მონასტერი კვლავ პრობლემებით ხვდება. "ნაციონალური მოძრაობაში" ფაქტს ხელისუფლების უმოქმედებას უკავშირებენ. პარტიის წევრის, გიგა შუშანიას განცხადებით, ტაძარში ყველა სამუშაო შეჩერებულია და ფრესკების გადარჩენის კუთხითაც არაფერი კეთდება. მისივე თქმით, ხელისუფლება გელათში "დავითობის" აღნიშვნასაც ვერ ბედავს. ის მოუწოდებს მთავრობას, ზეიმის ნაცვლად, პრობლემის მოგვარებაზე იზრუნოს და დრულად გადაარჩინოს დავით აღმაშენებლის მემკვიდრეობა.
"ოცნება აღარიბებს", "ხელისუფლება დაგვცინის"- ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ქუთაისის მერიის წინ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის " ორგანიზებით აქცია გაიმართა.
ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველი დაუცველთა კვების შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ბრიფინგს განცხადებით პასუხობს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიგა შუშანიას მორიგი სიცრუე- პოლიტიკური, უსაფუძვლო ბრალდებები, "მადლიერების სახლის" ბენეფიციართა კვების შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს, არის ციფრებით მანიპულირება და მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დღეს ბრიფინგი მადლიერების სახლის შენობის წინ გამართა.გიგა შუშანიამ მედიას ინფორმაცია სოციალურად დაუცველთა სასადილოსა და კვების შესახებ მიაწოდა.ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ქუთაისის მერიამ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის საკვების მოსამზადებლად ახალი ტარიფი დაადგინა,რომლის მიხედვითაც ხორციანი სადილის მომზადება 2022 წელს თითქმის შეუძლებელი იქნება.გაძვირებული პროდუქტების ფონზე, ერთი ულუფისთვის თვითმმართველობამ მხოლოდ 2 ლარი და 25 თეთრი გამოყო. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ სირცხვილია, როდესც ქალაქის პირველი პირის ხელფასი 5 500 ლარია, ხოლო სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების გამოსაკვებად კი თვეში მხოლოდ 67 ლარია განსაზღვრული.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს.მათჲ დარბაზში უკრანის დროშა გაშალეს და სხდომას დროშის ფერების პირბადეებით დაესწრნენ.ოპოზიონერმა დეპუტატებმა მეგობარ სახელმწიფოში მიმდინარე პროცესები დაგმეს და უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.
,,საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა სპორტსმენის, გიორგი ხურციძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. სამძიმარს…
ხუთშაბათი ივნისი 04
In საზოგადოებასატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ქუთაისსა და ფოთში, მარშრუტების ცვლილება განხორციელდა. …
ოთხშაბათი ივნისი 03
In საზოგადოებასურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს. ფ/პ მ. დ (სამტრედია,…
ოთხშაბათი ივნისი 03
In საზოგადოებაქუთაისში, მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირიდან შუახნის მამაკაცი გვირაბში ჩავარდა და მიღებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ფალიაშვილის…
სამშაბათი ივნისი 02
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ იშიძუკა ჰიდეკისთან ერთად, სოფელ…
სამშაბათი ივნისი 02
In საზოგადოება