საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი, სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებული უკრაინელი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას იწყებს
სამწუხაროა, რომ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებასა და ინტერესებს ეძებენ და ხედავენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ე.წ. მარგინალურ-დესტრუქციული ოპოზიცია ცდილობს მოქალაქეების კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშს, მათ გამოყენებას, მანიპულირებას და მათ შეცდომაში შეყვანას.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მათი მიზანია, რომ საქართველოში განმეორდეს ის უბედურება, რომელიც 2008 წელს ჩვენს ხალხსა და ქვეყანას ვერ აარიდეს.
„მინდა ჩვენს მოსახლეობას ავუხსნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, სამწუხაროდ, ე.წ. მარგინალურ-დესტრუქციული ოპოზიცია ცდილობს ჩვენი მოქალაქეების კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშს, მათ გამოყენებას, მანიპულირებას და რა თქმა უნდა, მათ შეცდომაში შეყვანას. ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ გამოვხატოთ მაქსიმალური მხარდაჭერა პოლიტიკური, ჰუმანიტარული, ადამიანური თუ სხვა სახის, ჩვენი უკრაინელი დებისა და ძმების მიმართ. ის, რაც ხდება უკრაინაში, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, კარგადაა ცნობილი. ჩვენ ეს გამოვცადეთ ბევრად უფრო ადრე, 2008 წელს. სამწუხაროა, რომ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებასა და ინტერესს ეძებენ და ხედავენ. უნდა ითქვას პირდაპირ, რომ მათი მიზანია, განმეორდეს ის უბედურება, რომელიც 2008 წელს ჩვენს ხალხსა და ქვეყანას ვერ აარიდეს. ასევე, გვახსოვს კარგად, თუ როგორ მოიქცა მაშინდელი ხელისუფლება, როგორ უპატრონა, როგორ დაიცვა ჩვენი მოქალაქეები, როგორ მოიქცა ე.წ. მთავარსარდალი. გახსოვთ, რომ მაშინ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოსული იყო, მიატოვა კაცმა და აჩვენა სირცხვილი და ერსა და მსოფლიოს საკუთარი მხდალი სახე დაანახა. მთელს მსოფლიოს დაამახსოვრა ჰალსტუხების ჭამითა და მიწაზე ფორთხვით თავი. ეს ძალიან კარგად გვახსოვს. კარგად გვახსოვს აგვისტოს ომის დროს ვინ იომა. მაშინ იომა ჩვენმა გმირმა ჯარმა, თავგანწირვით იომეს. იომეს ჩვენმა პოლიციელებმა, ღირსეულმა ოფიცრებმა, მაგრამ კარგად გვახსოვს გაქცეული მთავარსარდალი, სხვა პოლიტიკოსები, მთავრობის წევრები, მათ ომის დროს ქვეყანა დატოვეს და ომის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში. კარგად მახსოვს და ჩემს მეხსიერებაში საშინლად ჩაიბეჭდა ის უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, რომელიც 9 აგვისტოს გაიმართა - მაშინ, როცა ჩვენი გმირები იღუპებოდნენ ბრძოლის ველზე, ამ დროს მთავრობის წევრები, მაშინდელი სააკაშვილის მეთაურობით ხუმრობის ხასიათზე იყვნენ. ეს ყველას კარგად გვახსოვს და დღეს იგივე ხალხი გვიკიჟინებს ჩვენ, რომ ომში ჩავერთოთ, სანქციები დავუწესოთ რუსეთს, უკრაინის ომში მივიღოთ მონაწილეობა და ა.შ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
სოლიდარობა უკრაინას-"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ქუთაისის მერიის შენობაზე უკრაინის დროშა გადმოფინეს.
ქუთაისის მერი უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას ავრცლებს.
"დღეს ყველას ყურადღება უკრაინისკენაა მიპყრობილი.
უკრაინის მხარდასაჭერი აქციები გრძელდება. ამჯერად, მეგობარ სახელმწიფოს სოლიდარობა სამტრედიაში გამოუცხადეს. მოქალაქეები მემორიალთან შეიკრიბნენ და უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმეს. მათი თქმით, ამ რთულ მდგომარეობაში მნიშვნელოვანია საერთაშორისო მხარდაჭერა და ამ მიზნით მსოფლიო უნდა გაერთიანდეს.
Wizz Air - ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპის 12 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს, ხოლო…
პარასკევი დეკემბერი 19
In ეკონომიკადაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების გამო, ვიზიტორებისთვის პრომეთეს, სათაფლიისა და ნავენახევის მღვიმეები დროებით დაიკეტება. 22-23…
პარასკევი დეკემბერი 19
In საზოგადოებაწმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში…
პარასკევი დეკემბერი 19
In რელიგიასაერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 188-ე კმ-ზე გამავალ მონაკვეთზე, მაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,…
ხუთშაბათი დეკემბერი 18
In საზოგადოება19-22 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი. ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა…
ხუთშაბათი დეკემბერი 18
In საზოგადოება