ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" აქვეყნებს.
იმავე წლებში ბიუჯეტიდან მხოლოდ 125,800 ლარი დაიხარჯა შშმ პირთა დახმარებისთვის, ხოლო 238,800 ლარი პანდემიის მართვისთვის.
ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" აქვეყნებს.
იმავე წლებში ბიუჯეტიდან მხოლოდ 125,800 ლარი დაიხარჯა შშმ პირთა დახმარებისთვის, ხოლო 238,800 ლარი პანდემიის მართვისთვის.
,,მინდა წალენჯიხის მერს წარმატება ვუსურვო -ჩვენ, მთელი მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ იმისთვის, რომ ვითანაშრომლოთ ოპოზიციონერ მერთანაც,, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მე, როგორც პრემიერ-მინისტრს მექნება ძალიან მჭიდრო, აქტიური მუშაობა არჩეულ მერებთან. მინდა მათ კიდევ ერთხელ მივულოცო არჩევნებში გამარჯვება. ეს იყო ხალხის არჩევანი, ხალხის ნება იყო გამოხატული და ამ არჩევანს და ხალხის ნებას ყველა უნდა დაემორჩილოს. მინდა წალენჯიხის მერს წარმატება ვუსურვო. ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატი, რომელმაც დამსახურებულად გაიმარჯვა არჩევნებში და მინდა განვუცხადო მას, რომ ჩვენ, მთელი ცენტრალური მთავრობა ვიქნებით მზად, რომ მასთან კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ. და რა თქმა უნდა, მე როგორც პრემიერ-მინისტრი გავაკეთებ იმდენივეს წალენჯიხისა და მათი მოსახლეობისთვის, რამდენსაც სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის. ჩემმა ნათქვამმა საარჩევნო კამპანიის დროს გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია, მაგრამ მინდა დავაზუსტო დღეს, რომ, რა თქმა უნდა ჩვენ, მთელი მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ ოპოზიციონერ მერთანაც. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს და საქმეზე კონცენტრირებაა ახლა საჭირო,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ქუთაისში, მონპლაზირის ტერიტორიაზე, ქალაქის ცენტრში ოპოზიციის მხარდამჭერების აქცია მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.შეკრებილ საზოგადოებას უკვე მიმართა ლიდერთა ნაწილმა.ადგილზე მობილიზებულია პოლიცა.
ადამინები ორი საკითხის გამო შეიკრიბნენ. ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლებას მოითხოვებ, ასევე აცხადებენ, რომ არ აღიარებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს. აქციის
,,თავისუფლება მიშას"-ამ მოწოდებით აქციები საქართველოს დიდ ქალაქებში ეტაპობრივად იმართება.საპროტესტო აქციები უკვე ჩატარდა ზუგდიდსა და ბათუმში. შაბათს, 6 ნოემბერს, მასშტაბური აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზეა დაგეგმილი,
ძალა არის ხალხში, ძალა არა არის სუსში, ძალა არ არის სავარძლებში წამოსკუპებულ ადამიანებში-ასე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ქუთაისში აქციაზე შეკრებილ მხარდამჭერებსა მიმართა.
,,ჩვენ როცა გვინდა ძლიერი სახელმწიფო ვაშენოთ,გვიწევს რთული გზით სიარული. მძიმე გზით სიარული არის გარანტია ძლიერი სახელმწიფოსი.მარტივი გზით სიარულით, ისტორიამაც არაერთხელ გვასწავლა, რომ ძლიერ სახელმწიფოს ვერ ვაშენებთ.
მართლაც უკადრებელი იკადრა ხელისუფლებამ 30 ოქტომბერს.ყველგან ერთი და იგივეს გეუბნებიან-აურაცხელი რაოდენობის ნარკოტიკები დაარიგეს 30 ოქტომბერს ხალხში და აი ასეთ მდგომარეობაში ჩააგდეს უამრავი ახალგაზრდა, რომ გონება დაბნელებულებს ყველაფერი ეკადრებინათ, ანუ დანაშაული ჩაედინათ.წარმოიდგინეთ ხელისუფალი, რომელიც კადრულობს ყველაფერთან ერთად ნარკოტიკების დარიგებას, ეს არის უკიდურესად უზნეო საქციელი, რომელსაც პასუხს აუცილებლად გავცემთ.
მათ ჩვენ კი არ დაგვაშინეს, ძალიან გაბრაზებულები ვართ, მაგრამ საღ აზრს არ ვკარგავთ, ზუსტად ვიცით, რომ ძალიან მალე უნდა დავიბრუნოთ მოპარული არჩევნები.,,-განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელია გუშინ საქართევლოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა.
,,გუშინ დავინახეთ ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი მომლოდინე რეჟიმში, როდის მოკვდება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი.ეს არის ისტორიული უსამართლობა რომელსაც წინ უნდა აღვუდგეთ ჩვენ,,-განაცხადა მელიამ .
ქუთაისში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს.შეკრებილ მოსახლეობას ქუთაისის მერობის კანდიდატმა,ხატია დეკანოიძემ მიმართა,
,,ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ გავაპროტესტოთ ის ,რომ მოგვპარეს არჩევნები, არა მხოლოდ გავაპროტესტოთ ის, რომ საქართველოს მესამე პპრეზიდენტი არის პუტინის საპყრობილეში და მას არ აქვს არავითარი უფლება, რომ ისარგებლო სსამართლიანი მართლმსაჯულებით, გავაპროტესტოთ ი,ს როგორ გვექცევა რეჟიმი და როგორ ექცევა თოთოეულ ჩვენგანს ,როგორ დაჩაგრა საქაქართველოში თავისუფალი მოქალაქე, რომ საკუთარი რეჟიმი გაიხანგრძლივოს,ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებას, ყველა ადამიანს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში ,ვაჩვენოთ ,რომ არ არსებობს იმაზე დიადი არაფერი, ვიდერე არის ჩვენთვის თავისუფლება,რომელსაც ცდილობენ რომ ჩამოგვართვან.არ შევეგუებით მოპარვას ,გაყალბებას, მიშას საპყრბილეში ყოფნას,,-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ქუთაისში, ოპოზიციის აქციაზე ხალხმა შეკრება უკვე დაიწყო.ქალაქის ცენტრში,მონპლაზირის ტერიტორიაზე აქციის ლიდერებს ელოდებიან.გავრცელებული ინფორმაციით,სიტყვით გამოსვლები 18:00 საათისთვის დაიწყება.ტერიტორიაზე მზადაა სცენა,საიდანაც ლიდერებმა მხარდამჭერებს უნდა მიმართონ.
"თავისუფლება მიშას"-ამ მოწოდებით აქციები საქართველოს დიდ ქალაქებში ტარდება.მონაწილეები საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ და არჩევნების შდეგებს არ აღიარებენ.
მონპლაზირის ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებსა და…
პარასკევი სექტემბერი 12
In პოლიტიკაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 42 პირი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე…
პარასკევი სექტემბერი 12
In საზოგადოებასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების…
ხუთშაბათი სექტემბერი 11
In პოლიტიკათავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დაკავებულია. განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაკეთდა. "ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო…
ხუთშაბათი სექტემბერი 11
In პოლიტიკა13 და 14 სექტემბერს ქუთაისში,,Yellow Fest,,-მუსიკალური ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში პირველ დღეს, 13 სექტემბერს იმღერებს…
ხუთშაბათი სექტემბერი 11
In საზოგადოება