,,ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, უმრავლესობა გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს.
,,ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, უმრავლესობა გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს.
რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატები, კანადა და შვეიცარია რუსეთის მიმართ ყველაზე არამეგობრულად განწყობილი ქვეყნები არიან.
„პირველ ადგილზეა შეერთებული შტატები, რომელმაც რუსეთს 1983 სანქცია დაუწესა, მეორე ადგილზეა კანადა, რომელმაც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 1402 სანქცია შემოიღო, პირველ სამეულში შედის შვეიცარია, 1361 ანტირუსული სანქციით. სიაში შედის ასევე ბრიტანეთი (1360 სანქცია), ევროკავშირი (1199 სანქცია), ავსტრალია (1150) და იაპონია (902). ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესდა 10 536 სანქცია, 2022 წლის 24 თებერვლამდე - 2 754, შემდეგ კიდევ 7 782", - ნათქვამია ვოლოდინის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ მონაცემებში.
მისი მტკიცებით, რუსეთის წინააღმდეგ „უკანონო სანქციების“ შემოღებით, ამ სახელმწიფოებმა გამოიწვიეს ფასების ზრდა ენერგორესურსებსა და საკვებზე.
„ესენი არიან მსოფლიოში არსებული პრობლემებისა და მომავალი კრიზისების მთავარი დამნაშავეები", - აცხადებს ვოლოდინი.
2021 წლის ნოემბრიდან, მას შემდეგ რაც საკრებულოს ახალარჩეული წევრები საკუთარი მოვალეობის შესრულებას შეუდგნენ, ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება რაც მიიღეს საკუთარი შრომის ანაზღაურების გაზრდა იყო.
საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში, ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში, სტუდენტებსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა,რომ
პოლარიზაციისა და პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირების გაგრძელება არ შეიძლება.
„მე, როცა პრეზიდენტად ამირჩიეს, გადავწყვიტე რეგიონებში მევლო და ჩვენს საზოგადოებასთან ბევრად უფრო ახლოს ვყოფილიყავი არამხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში. ისე მოხდა, რომ ასე დავიწყე, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გავაგრძელე. დაიწყო პანდემია, ხელი შეგვეშალა და წელს დავიწყეთ ხელახლა ამ ეროვნული თანხმობის პროცესის ირგვლივ შეხვედრების დაგეგმვა. როცა უნდა ჩავსულიყავით ახალციხეში, დაიწყო უკრაინაში ომი. ამის მიუხედავად, აუცილებელია გავაგრძელოთ ეს პროცესი. მაინტერესებს თქვენი ყველას მოსაზრება. თუ სადმე წარსულში, სამოქალაქო საზოგადოება არსებობდა, ეს არის ქუთაისი. აქ დაიწყო ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოძრაობა. ჩვენც გვყავს ჩვენი დემოკრატიის მამები, რომლებიც, ძირითადად, ქუთაისიდან იყვნენ და აქ აყალიბებდნენ როგორი უნდა ყოფილიყო ქვეყანა, როგორი დამოუკიდებელი, რა პრინციპების მატარებელი. კანონის უზენაესობა, სამართლიანობა, ყველა ეს პრინციპები, რომელზეც ვდგავართ და დღეს გვინდა გავაძლიეროთ, ეს პრინციპები აქ იწყება, ქუთაისიდან. აუცილებელია, რომ ახალი სამოქალაქო საზოგადოება შევქმნათ. ზემოდან არ იქმნება სამოქალაქო საზოგადოება, თქვენგან უნდა წამოვიდეს. ბევრ ახალგაზრდა სახეს ვხედავ და თქვენი, ახალგაზრდების მოვალეობაა, შეიქმნას ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ყველაფრისგან დამცველი იქნება. იარსებებს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება? იარსებებს ყველა ის პრინციპი, რაც ჩამოვთვალე და ქმნის თანამედროვე სახელმწიფოს.
საიდან წამოვიდა ეროვნული თანხმობის იდეა? იქიდან, რომ არ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო პოლარიზაცია და დაპირისპირება. არ შეიძლება რომ გაგრძელდეს, იმიტომ, რომ ჩვენთან ამ პოლარიზაციამ მიიღო მახინჯი ფორმა,.პრაქტიკულად არ არსებობს საკითხი, რომელზეც უცებ არ დაიწყება ეს დაპირისპირება და პოლარიზაცია, რომელიც იღებს საშინელ ფორმებს. ეს არ არის დისკუსია და მოსაზრებების შეჯერება, ეს პირდაპირ გადადის პერსონალურ ლანძღვაზე. ეს არის ის, რაც უნდა შეიცვალოს. ჩვენ არ ვართ შეთანხმებული არც წარსულზე, არც აწმყოსა და არც მომავალზე. ყველაფრის გადაბრალება პოლიტიკურ პარტიებზე არ ვარგა. კი არის მათი პასუხისმგებლობაც, რომ ვერ მონახეს პოლიტიკური ენა, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება ამას არ უნდა ითმენდეს და ამის წინააღმდეგ უნდა იყოს მომართული, ეს რომ არ დაუშვას ამ საზოგადოებაში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ფოტო-სოფო ოდიკაძე
პრეზიდენტის შეხვედრა სტუდენტებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან დასრულდა. შეხვედრა თემაზე"ეროვნული თანხმობის პროცესი ევროინტეგრაციის ჭრილში" ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.თავდაპირვლად შეკრებილ საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილმა მიმართა.მისი გამოსვლის შემდეგ შეხვედრა დამსწრეთა მოსაზრებების მოსმენით გაგრძელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის…
შაბათი მარტი 07
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 თებერვლიდან 28…
პარასკევი მარტი 06
In საზოგადოება7-9 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ქ. თბილისში 7 მარტს უმეტესად…
პარასკევი მარტი 06
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა.ა.ი.პ. რაგბის კლუბ ,,ბაღდათს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ბაღდათის მერმა…
პარასკევი მარტი 06
In სპორტისაქართველოში ტყიბულელ მამუკა კეკელიას ჩამოასვენებენ.ის უკრაინაში, რუსების წინააღმდეგ იბრძოდა და ოკუპანტებმა მოკლეს. ცხედარის გადმოსვენება ამ…
პარასკევი მარტი 06
In საზოგადოება