2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი შესრულდა.
2008 წლის აგვისტოში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა.პრემიერ-მინისტრი სოციალური ქსელით წერილს აქვეყნებს.
ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, განცხადებით, „სტატისტიკა აჩვენებს იმას, რომ უკიდურესად მცირეა რუსეთის იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ჩამოვიდნენ“.
როგორც კობახიძემ პრესკონფერენციაზე განუცხადა, 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში იმყოფება რუსეთის 110 ათასზე ნაკლები მოქალაქე.
„31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში იმყოფება რუსეთის 110 ათასზე ნაკლები მოქალაქე, მათ შორის არის რამდენიმე დღით ჩამოსული ტურისტი, ერთი დღით შემოსული ადამიანი, მძღოლი და ა.შ. სულ ჯამში არის 110 ათასი. შესაბამისად, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც შეიძლება საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად იყვნენ ჩამოსული, შეიძლება იყოს მაქსიმუმ 20 ათასი, საიდანაც შეგახსენებთ, რომ უამრავი ეთნიკურად ქართველია. მილიონამდე ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რომელიც არის რუსეთის მოქალაქე, სავსებით ლოგიკურია, რომ ომის დაწყების შემდეგ, ეს ადამიანები, ეროვნებით ქართველები, სამშობლოში დაბრუნდნენ. აქედან რამდენია ქართველი, დაზუსტება სჭირდება, მაგრამ ასეც და ისეც, რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ, მუდმივად ან ხანგრძლივი ვადით ცხოვრების განზრახვით, არის უკიდურესად მცირე. შესაბამისად, ყველაფერი, რასაც ამ ქსენოფობიური კამპანიის ფარგლებში ავრცელებენ, არის ცარიელი სიცრუე, სპეკულაცია და მანიპულაცია“,-განაცხადა კობახიძემ.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აზრით, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს მოიგებს, მესამე მსოფლიო ომი დაიწყება. ამის შესახებ მან 4 აგვისტოს აფრიკულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
"თუ პუტინი მოიგებს ამ ომს, ეს არის მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი. დარწმუნებული ვარ ამაში. მსოფლიოს დიდი ავტოკრატიები დაიწყებენ იგივეს გაკეთებას. მსოფლიოში ქაოსი იქნება. პროვოცირებული სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისი. ეს არის, როგორც იტყვიან, ყვავილები იმასტან შედარებით რაც იქნება”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ის ომში რუსეთის გამარჯვებას დაუშვებლად მიიჩნევს.
“რუსეთი არ მოელოდეს, რომ ნავთობდოლარებით თავისუფლების ყიდვას შეძლებს. ეს არასოდეს მოხდება ჩვენს სახელმწიფოში. ჩვენ ბოლომდე ვიდგებით. და როდის დასრულდება ეს ომი? ეს დამოკიდებულია უკრაინის გარშემო მსოფლიოს გაერთიანებაზე”, – დასძინა პრეზიდენტმა.
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ქუთაისსა და ფოთში, მარშრუტების ცვლილება განხორციელდა. …
ოთხშაბათი ივნისი 03
In საზოგადოებასურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს. ფ/პ მ. დ (სამტრედია,…
ოთხშაბათი ივნისი 03
In საზოგადოებაქუთაისში, მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირიდან შუახნის მამაკაცი გვირაბში ჩავარდა და მიღებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ფალიაშვილის…
სამშაბათი ივნისი 02
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ იშიძუკა ჰიდეკისთან ერთად, სოფელ…
სამშაბათი ივნისი 02
In საზოგადოებაიმერეთის დელეგაცია საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ბათუმში გაემგზავრა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა,…
სამშაბათი ივნისი 02
In სპორტი