სახალხო დამცველის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში განაცხადი 19-მა კანდიდატმა წარადგინა.მათ შორის არის ქუთაისელი ნუგზარ კოხრეიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი თაობათა დიალოგის“ თავმჯდომარე.
მის გარდა კიდევ 18 კანდიდატია.განაცხადების მიღების ვადა გუშინ დასრულდა .
ანა აბაშიძე- „არასამთავრობო ორგანიზაცია-პარტიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი,
მარიკა არევაძე- საადვოკატო ბიურო „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორების“ ადვოკატი,
გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე,
ლელა გაფრინდაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალების ინიციატივა-თანასწორობისთვის“ ხელმძღვანელი,
სოფიო დემეტრაშვილი-„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი,
თინათინ ერქვანია - „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის“ ასოცირებული პროფესორი,
ევგენია თავაძე - დროებით უმუშევარი,
ალექსანდრე კობაიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
ლევან კოჟორაშვილი - ყვარლის რაიონის „ახალგაზრდა იურისტთა კავშირის“ გამგეობის თავმჯდომარე,
ნუგზარ კოხრეიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი თაობათა დიალოგის“ თავმჯდომარე,
გიორგი მარიამიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტის“ დირექტორი,
სერგო მახარაძე - „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ იურისტი,
მაკა მინდიაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „ხალხის ხმის“ დამფუძნებელი,
ჯემალ ნათელაშვილი- „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი,
ნიკოლოზ ნიკოლაძე - საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი,
ქეთევან ჩაჩავა - არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის“ ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი,
გიორგი ცობეხია - საადვოკატო ბიურო „გიორგი ცობეხია და პარტნიორების“ დირექტორი,
იაგო ხვიჩია - საქართველოს პარლამენტის წევრი და ნაზი ჯანეზაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დირექტორი.
ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციამ დღეს ჭავჭავაძის გამზირზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.გამზირის გარკვეული მონაკვეთის რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.ტენდერის ღირებულება 5 მილიონია. ერთ-ერთი, რაც ადგილზე კეთდება, იცვლება ქვაფენილი, თუმცა ,როგორც თემურ ცამციშვილი ამბობს, ქვაფენილის საკმაოდ დიდ ნაწილს, დაუზიანებელს, კომპანიის წარმომადგენლები გვერდით აწყობენ და შემდეგ ყიდიან.
,,ბრიფინგის თემაც ეს არის. რომელი ფილებიც ვარგა, რატომ ყიდიან ,რომელიც ვარგა, ხომ შეიძლებოდა ისეთ ადგილას გამოყენებულიყო ქუთაისში, სადაც გავლა შეუძლებელია და ასეთი ადგილი ამ ქალაქში სამწუხაროდ,ბევრია,,-თემურ ცამციშვილი,ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
მან დღეს ფოტო მასალა და აუდიო ჩანაწერიც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ფილები ნამდვილად იყიდება.
ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციის ინფორმაციით, ერთი კვადრატული მეორადი ფილა 5 ლარი ღირს.

