ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციის ოფისში დღეს ბრიფინგი გაიმართა.
ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციის ოფისში დღეს ბრიფინგი გაიმართა.
დღეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგ სხდომაზე მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. სხდომას, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე , ნოდარ გიორგიძე ხელმძღვანელობდა, მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, მერიის სამსახურების და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. დეპუტატებს ბიუჯეტი დასამტკიცებლად საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ლერი გუმბერიძემ წარუდგინა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2023 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 11 მილიონ 814 200 ლარით განისაზღვრა. დატკიცებამდე ბიუჯეტი კომისიებისა და ფრაქციების ფორმატში განიხილეს,პროცესში ჩართული იყო მოსახლეობაც.
პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩია. პარლამენტში წარდგენილი 19 კანდიდატიდან 19-ვე ჩავარდა. საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტს სახალხო დამცველი, 6 წლის ვადით, სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით უნდა აერჩია. ეს არის 90 ხმა, რომელიც არც ერთ საპარლამენტო პარტიას არ გააჩნია და საჭირო იყო პოლიტიკური შეთანხმება.
ომბუდსმენის პოსტზე განაცხადი სულ 19 პირმა გააკეთა. მათგან საპარლამენტო ოპოზიცია სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად მხარს ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურებს უჭერდა. მმართველი გუნდის შეთავაზება კი იყო, რომ პარლამენტს გადაწყვეტილება შემდეგ ხუთ კანდიდატს: - ლელა გაფრინდაშვილს, თინათინ ერქვანიას, ნუგზარ კოხრეიძეს, გიორგი მარიამიძესა და ქეთევან ჩაჩავას შორის მიეღო. საბოლოოდ, უმრავლესობამ არც ერთ კანდიდატს ხმა არ მისცა.
ომბუდსმენის პოსტზე წარდგენილი კანდიდატები იყვნენ: - ანა აბაშიძე, ნაზი ჯანეზაშვილი, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი ბურჯანაძე, სერგო მახარაძე, მარიკა არევაძე, თინათინ ერქვანია, გიორგი მარიამიძე, ლელა გაფრინდაშვილი, ქეთევან ჩაჩავა, სოფიო დემეტრაშვილი, ნიკოლოზ ნიკოლაძე, ალექსანდრე კობაიძე, იაგო ხვიჩია, ჯემალ ნათელაშვილი, ლევან კოკორაშვილი, გიორგი ცობეხია, მაკა მინდიაშვილი და ევგენია თავაძე.
ქუთაისის საკრებულოში ცვლილებაა. ფრაქცია “ქართული ოცნება” ორმა დეპუტატმა დატოვა.ისინი "ხალხის ძალას" შეუერთდნენ.
ფრაქციიდან ბექა ქებულაძე და მერაბ ჭოხონელიძე გავიდნენ.
ქუთაისის საკრებულოში ცვლილებაა. ფრაქცია “ქართული ოცნება” ორმა დეპუტატმა დატოვა.ისინი "ხალხის ძალას"შეუერთდნენ.
ფრაქციიდან ბექა ქებულაძე და მერაბ ჭოხონელიძე გავიდნენ.ორივე დეპუტატები ამ დრომდე ქართულ ოცნებას წარმოადგენდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისში მდებარე, უფუნქციოდ დარჩენილ პარლამენტის შენობაში, IT მიმართულების ჰაბი შეიქმნება.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ერთ-ერთ ებრაულ კომპანიასთან, რომელიც პარლამენტის ბაზაზე ტექნოლოგიური ჰაბის შექმნით არის დაინტერესებული, მოლაპარაკება მიმდინარეობს.
„მინდა გითხრათ, რომ ქუთაისში პარლამენტის შენობა, პრაქტიკულად, უფუნქციოდაა დარჩენილი. ჩვენი მიზანია, იქ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ IT-ის მიმართულების განვითარებას. ვმუშაობთ ერთ ებრაულ კომპანიასთან, რომელიც გამოთქვამს სურვილს, რომ ქუთაისის პარლამენტის ბაზაზე შეიქმნას ერთი IT ჰაბი და არამხოლოდ ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც მოიზიდავს და დაასაქმებს ამ სფეროში მომუშავე სტუდენტებსა და ახალგაზრდებს. აქაც რამდენიმე ათეული დოლარის ინვესტიცია განხორციელდება“, - განაცხადა პრემიერმა.
ჩინეთის ქალაქ ნინბოში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა, ქუთაისელმა ნანა ხორავამ (77 კგ,…
ხუთშაბათი ნოემბერი 05
In სპორტიგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026…
ხუთშაბათი ნოემბერი 05
In საზოგადოება5 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა,…
ხუთშაბათი ნოემბერი 05
In საზოგადოებასურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთისა და სამეგერელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტების უფლებამოსილმა პირებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას გამოვლენილი…
ოთხშაბათი ნოემბერი 04
In საზოგადოებაქუთაისის გოგონათა გუნდი 2012/13 წლებში დაბადებულ ფრენბურთელთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა. ,,ქუთაისმა” (მწვრთნელები: ქეთევან ლებანიძე,…
ოთხშაბათი ნოემბერი 04
In სპორტი