ანტიკორუფციული მოძრაობის ინფორმაციით,ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოები ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის ნათელი მაგალითია.თემაზე დღეს ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბრიფინგი გამართა.
ადგილი,რომელზეც თემურ ცამციშვილმა ისაუბრა,მოსწავლე ახალაგაზრდობის პარკის წინა ტერიტორიაა, სადაც ქუთაისის მერიის მიერ 768 000 ლარის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მოეწყო საგზაო უსაფრთხოების მარეგულირებელი გზაჯვარედინი და დაიხაზა ქვეითთა გადასასვლელი ბილიკები,თუმცა ტერიტორია ისევ გადათხრილია.ამჯერად სამუშაოებს საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს.
იმერეთის ანტიკორუფციული მოძრაობა ადგილობრივ თვითმმართველობას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასა და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს.