ქუთაისის მერი "პატრიოტთა ალიანსის" წევრებს სკვერში შენობის აშენების უფლებას აძლევს-ინფორმაციას ქუთაისის საკრებულოს წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან",გიგა შუშანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ქართული ოცნება" სიტყვით გმობს "პატრიოტთა ალიანსის" მოღალატეობრივ ქმედებებს და ამის პარალელურად ქუთაისის მერი პატრიოტთა ალიანსის აღმასრულებელ მდივანს გოჩა თევდორაძეს და ქუთაისის საარჩევნო შტაბის უფროსს ბესიკ ცქიფურიშვილს ქუთაისში, ბუხაიძის 24 ში არსებულ სკვერში 424 კვ.მ-ზე შენობის აშენების უფლებას (საკითხი ხვალ გავა საკრებულოს სხდომაზე) აძლევს . ქუთაისის მერს არც მოსახლეობის პროტესტი აინტერესებს (კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მშენებლობას და სკვერის აღდგენას ითხოვენ), ოღონდ დავალება შეასრულოს‼️
P.S. განცხადება შემოატანინეს სხვა პიროვნებას, მაგრამ საჯარო რეესტრის ამონაწერიდან (მესამე ფოტო) და ცვლილებებზე თანხმობებიდან (მეორე ფოტო) კარგად ჩანს რომ 33%-33% სწორედ გოჩა თევდორაძის შვილის და ბესიკ ცქიფურიშვილის სახელზეა "-წერს შუშანია.

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად ქუთაისში, პარტიის იმერეთის რეგიონის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მაკა ბოჭორიშვილი, რიმა ბერაძე, ნინო წილოსანი, ეკა სეფაშვილი, მაია მენაღარიშვილი, ქეთი დუმბაძე, ბაია კვიციანი, ლევან მგალობლიშვილი, ზაზა ლომინაძე, ბეჟან წაქაძე, გივი ჭიჭინაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები.
ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების საკითხს გამოეხმაურა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია და აღნიშნა, რომ ქალთა ორგანიზაციის შექმნა, ერთმნიშვნელოვნად გააძლიერებს ქალების მონაწილოებას პოლიტიკურ პროცესებში.
სრული განცხადება:
პარტიულ სტრუქტურაში ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება წარმოადგენს მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გააძლიერებს ქალების მონაწილოებას პოლიტიკურ პროცესებში.
საარჩევნო რეფორმების კვალადაკვალ, რომელმაც კვოტირების გზით, ხელი შეუწყო პარტიულ სტრუქტურასა და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას, ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება არის გენდერული თანასწორობის პრინციპების მხარდაჭერის და შიდაპარტიული პროცესების დემოკრატიზაციის ზრდის ნათელი მაგალითი.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია, გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაციის საკითხი. თვითმართველობების დონეზე ძლიერი, ეფექტური მექანიზმების არსებობა, გენდერული საბოჭოების სახით, რაც ხელს შეუწყობს ქალთა სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ გაძლიერებას.
მინდა, მადლობა გადავუხადო პარტიის თავმჯდომარეს, პოლიტსაბჭოს წევრებს და ლიდერ ქალებს ამ მეტად მნიშვნელოვანი ინიციატივის მხარდაჭერისთვის და იმპლემენტირებისთვის.