დღეს 14 საათზე ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა უნდა გაიმართოს,სადაც 2022 წლის ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს.სხდომას კორონავირუსის დადასტურების გამო ორი დეპუტატი ონლაინ დაესწრება.ეს დეპუტატები არიან მერაბ ჭოხონელიძე და ბექა ქებულაძე.
დილით ბიუროს სხდომაზე კვორუმი ვერ შეიკრიბა ,რის გამოც ერთი დეპუტატი სხდომათა დარბაზში დისტანციურად სახლიდან ჩაერთო.
აღნიშნული გადაწყვეტილების გამო საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიგა შუშანიამ ბიუროს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
დეპუტატის ონლაინ დასწრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის ყველა დეპუტატს გავლილი აქვს PCR ტესტირება უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში. ამასთან, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი, ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში, ითვალისწინებს საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომებში ონლაინ მონაწილეობის საშუალებას.
აღნიშნული ცვლილება რეგლამენტში შევიდა სწორედ ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერი სპეკულაცია ემსახურება ინსტიტუციის საქმიანობის ხელის შეშლის და მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მიზანს. სამწუხაროა, რომ დღეს საკრებულოში გვყავს წევრები, რომლებსაც, მინიმალური მგრძნობელობა და კოლეგიალობა არ გააჩნიათ, ინფიცირებული კოლეგების მიმართ. მეტიც, ადამიანების ჯანმრთელობაზე პოლიტიკური სპეკულაციები არის ამორალური, ჰუმანიზმისგან დაცლილი პოლიტიკური ძალის სახე. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით, ვუსურვებ ჯანმრთელობას საკრებულოს თითოეულ დეპუტატს, კოვიდინფიცირებულ წევრებს კი, დაავადების გართულებების გარეშე, მალე დამარცხებას."-აცხადებს ირაკლო შენგელია.
ჯანდაცვის მინისტრად პრემიერ-მინისტრმა ზურაბ აზარაშვილის კანდიდატურა წარადგინა.
ზურაბ აზარაშვილი ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
„ბატონი ზურა გახლავთ ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი. მას ფინანსების მართვის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. არის ძალიან კარგი, ძლიერი მენეჯერი. ამაში თავად დავრწმუნდით, როცა მე თავდაცვის მინისტრი ვიყავი. ბატონი ზურა მაშინ „დელტას“, ასევე, თბილავიამშენის ხელმძღვანელი იყო. მისი უშუალო ხელმძღვანელობით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, როგორიცაა საქართველოს ავიაციის აღდგენა, უამრავი სხვა პროექტი, რომელიც უკავშირდება ჩვენი თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას და ა.შ. ბატონი ზურა არის უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მან ირაკლი ღარიბაშვილს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა:
"მადლობა პრემიერო იმ უდიდესი ნდობისთვის, რაც ჩემს მიმართ გამოიჩინეთ. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, უდიდესი გამოწვევებით სავსე სამინისტროს მართვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მხარდაჭერით და მთავრობის გუნდის მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ მოკლე ვადიან პერიოდში ხელშესახები და მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას," - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ჯანდაცვის მომავალი მინისტრი მანამდე ტერაბანკში, "კორ-სტანდარტ ბანკსა" და "ქართუ ბანკში" სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. იყო "თბილავიამშენის" გენერალური დირექტორი, და "დელტას" ხელმძღვანელი.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა.
ახალი მინისტრის დანიშვნამდე ეკატერინე ტიკარაძე მოვალეობის შემსრულებლად რჩება.