DMO იმერეთის აღმასრულებელი დირექტორი ნაციონალური მოძრაობის ბრალდებას პასუხობს.მარი დევიძის თქმით, ის კორუფციის ნიშნებს ვერ ხედავს.ტურიზმის ცენტრმა გასულ წელს ავტომობილი შეძინა,რომელიც მისი თქმით,სამსახურს ძალიან ჭირდებოდა.
"ყოველთვის ვატარებთ ინფოტურებს,ასევე ეს გახლავთ რეგიონალური სამსახური , მოიცავს იმერეთს და შესაბამისად რეგიონებში გასვლა გვჭირდება. ნებისმიერი ავტომობილი საჭიროებს შეკეთებას.ავტომობილი იყო გამართული როცა შევიძინეთ,ეს იყო 2011 წელს გამოშვებული ავტომობილი"-განაცხადა მარი დევიძემ.