დისკრიმინაცია პოლიტიკური ნიშნით. ქუთაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპოზიციონერ ლიდერს არ მოემსახურა. გია თევდორაძეს "ევროკრედიტში" ვალუტის გადაცვლის შესაძლებლობა არ მიეცა. ოპოზიციის წარმომადგენელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში განუცხადეს,რომ მისი პოლიტიკური აქტივობის გამო პროგრამამ დაბლოკა. "ევროკრედიტში" აცხადებენ,რომ პროგრამა სახელმწიფოს და ეროვნული ბანკის მითითებით მოქმედებს და უკვე კარგა ხანია მუშაობს. ოპოზიციონერის თქმით, პროგრამა ბიძინა ივანიშვილის პირადი ,,შავი სიაა" და ის ამ ფორმით სჯის ყველას , ვისი პოზიციაც მისთვის მიუღებელია.
- პოლიტიკა
- გადასვლები: 982