"დავითობას" გელათის მონასტერი კვლავ პრობლემებით ხვდება. "ნაციონალური მოძრაობაში" ფაქტს ხელისუფლების უმოქმედებას უკავშირებენ. პარტიის წევრის, გიგა შუშანიას განცხადებით, ტაძარში ყველა სამუშაო შეჩერებულია და ფრესკების გადარჩენის კუთხითაც არაფერი კეთდება. მისივე თქმით, ხელისუფლება გელათში "დავითობის" აღნიშვნასაც ვერ ბედავს. ის მოუწოდებს მთავრობას, ზეიმის ნაცვლად, პრობლემის მოგვარებაზე იზრუნოს და დრულად გადაარჩინოს დავით აღმაშენებლის მემკვიდრეობა.