„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი თანაქალაქელებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი თანაქალაქელებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
ქუთაისის 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 30 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა 69 871 ამომრჩეველმა მიიღო, რაც პროცენტულად 45, 45%-ია.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"კანდიდატს ხატია დეკანოიძეს მხარი 32 703 ამომრჩეველმა - 48, 36% დაუჭირა. "ქართული ოცნების" კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილს კი ხმა 34 925 ამომრჩეველმა- 51,64%; მისცა.
ბათილი ბიულეტენების რაოდენობა - 2396-ია.ქუთაისში 124 უბნიდან ყველა დათვლილია.
წყალტუბოში 69 უბნიდან ყველა დათვლია.შედეგები ასეთია-"ქართული ოცნება"გენადი ბალანჩივაძე- 57,16% მიღებული ხმების რაოდენობა - 13 337.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ზაზა მეტრეველი -42,83%. მიღებული ხმების რაოდენობა - 9 993.
წყალტუბოში 50 419 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მეორე ტურში მონაწილეობა 23 918-მა მოქალაქემ მიიღო.
მონაცემები ცესკოს ვებგვერდზეა ატვირთული.
ბაღდათის 31 უბნიდან ყველა დათვლილია და შედეგები ასე გადანაწილდა- "ქართული ოცნება" კახა ენუქიძე 60,69%. მიღებულ ხმების რაოდენობა 6 550."ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გიორგი რობაქიძე 39,30%.მიღებული ხმების რაოდენობა 4 242.
ბაღდათში რეგისტრირებული 21 493 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი 12458-მა დააფიქსირა.
მონაცები ცესკოს ვებგვერდზეა ატვირთული.
მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების - II ტურზე, ცესკოს პირველადი მონაცემებით, თვითმმართველ ქალაქებში - ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი და ფოთი მმართველი პარტიის კანდიდატები იგებენ.
ქუთაისში 124 უბნიდან დათვლილია 124 უბანი. საარჩევნო უბანი. „ქართული ოცნების“ კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილს 51,643 %, ხოლო ხატია დეკანოიძეს 48.357 % აქვს.
20 საათის მონაცემებით,ქუთაისში ხმა 69 871 ამომრჩეველმა მისცა,რაც საერთო რაოდენობის 45,45%-ია.პირველ ტურზე ეს მონაცემები 44,53 % იყო. ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში პროცედურული სახის 12 საჩივარია შესული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის…
შაბათი მარტი 07
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 თებერვლიდან 28…
პარასკევი მარტი 06
In საზოგადოება7-9 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ქ. თბილისში 7 მარტს უმეტესად…
პარასკევი მარტი 06
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა.ა.ი.პ. რაგბის კლუბ ,,ბაღდათს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ბაღდათის მერმა…
პარასკევი მარტი 06
In სპორტისაქართველოში ტყიბულელ მამუკა კეკელიას ჩამოასვენებენ.ის უკრაინაში, რუსების წინააღმდეგ იბრძოდა და ოკუპანტებმა მოკლეს. ცხედარის გადმოსვენება ამ…
პარასკევი მარტი 06
In საზოგადოება