ძალა არის ხალხში, ძალა არა არის სუსში, ძალა არ არის სავარძლებში წამოსკუპებულ ადამიანებში-ასე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ქუთაისში აქციაზე შეკრებილ მხარდამჭერებსა მიმართა.
,,ჩვენ როცა გვინდა ძლიერი სახელმწიფო ვაშენოთ,გვიწევს რთული გზით სიარული. მძიმე გზით სიარული არის გარანტია ძლიერი სახელმწიფოსი.მარტივი გზით სიარულით, ისტორიამაც არაერთხელ გვასწავლა, რომ ძლიერ სახელმწიფოს ვერ ვაშენებთ.
მართლაც უკადრებელი იკადრა ხელისუფლებამ 30 ოქტომბერს.ყველგან ერთი და იგივეს გეუბნებიან-აურაცხელი რაოდენობის ნარკოტიკები დაარიგეს 30 ოქტომბერს ხალხში და აი ასეთ მდგომარეობაში ჩააგდეს უამრავი ახალგაზრდა, რომ გონება დაბნელებულებს ყველაფერი ეკადრებინათ, ანუ დანაშაული ჩაედინათ.წარმოიდგინეთ ხელისუფალი, რომელიც კადრულობს ყველაფერთან ერთად ნარკოტიკების დარიგებას, ეს არის უკიდურესად უზნეო საქციელი, რომელსაც პასუხს აუცილებლად გავცემთ.
მათ ჩვენ კი არ დაგვაშინეს, ძალიან გაბრაზებულები ვართ, მაგრამ საღ აზრს არ ვკარგავთ, ზუსტად ვიცით, რომ ძალიან მალე უნდა დავიბრუნოთ მოპარული არჩევნები.,,-განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელია გუშინ საქართევლოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა.
,,გუშინ დავინახეთ ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი მომლოდინე რეჟიმში, როდის მოკვდება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი.ეს არის ისტორიული უსამართლობა რომელსაც წინ უნდა აღვუდგეთ ჩვენ,,-განაცხადა მელიამ .