ქუთაისში, ოპოზიციის აქციაზე ხალხმა შეკრება უკვე დაიწყო.ქალაქის ცენტრში,მონპლაზირის ტერიტორიაზე აქციის ლიდერებს ელოდებიან.გავრცელებული ინფორმაციით,სიტყვით გამოსვლები 18:00 საათისთვის დაიწყება.ტერიტორიაზე მზადაა სცენა,საიდანაც ლიდერებმა მხარდამჭერებს უნდა მიმართონ.
"თავისუფლება მიშას"-ამ მოწოდებით აქციები საქართველოს დიდ ქალაქებში ტარდება.მონაწილეები საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ და არჩევნების შდეგებს არ აღიარებენ.
მონპლაზირის ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.