"ქართული ოცნების"ქუთაისის მერობის კანდიდატთან, იოსებ ხახალეიშვილთან აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) პროექტების “DRIVE DEMOCRACY” ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხთან ერთად იოსებ ხახალეიშვილმა არაკორექტული კამპანიის დეტალებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მის სადისკრედიტაციოდ დაიწყო. იოსებ ხახალეიშვილის თქმით, ის აპირებს მედიით ტირაჟირებული ცილისწამებებისგან საკუთარი სიმართლის დაცვას.
„გასაგებია, არჩევნებში გამარჯვების მოჭარბებული სურვილი ყველაფერზე წასვლისა და ყველაფრის კადრების მზადყოფნაში აყენებთ, მაგრამ ის მტკნარი და ბინძური სიცრუე, რაც ჩემ მიმართ შეთხზეს, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ნაძირალა ადამიანების პრინციპია, როცა მიზნად ისახავენ, ადამიანი მდგომარეობიდან გამოიყვანონ, აბრალებენ ზუსტად იმას, რასაც მთელი ცხოვრება თვითონ ებრვის ან რასაც ძალიან უფრთხილდება. მთელი ცხოვრება ღირსეულად ვიცხოვრე, შვილებსაც ვცდილობ მივცე წესიერებისა და პატიოსნების პირადი მაგალითი და სწორედ ამ ღირსებაზე შეეცადნენ სიბინძურით დაერტყათ. თემაც შემთხვევითი არ არის - პიარის ზირითადი პრინციპით არის გათვლილი: ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, უამრავი თანაქალაქელი ბავშვობიდან დღემდე მიცნობს და მახასიათებს როგორც წესიერ და პატიოსან კაცს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შეეცადნენ, სწორედ ამ პიროვნული მახასიათებლების გასანეიტრალებლად შეეთხზათ ბინძური მითი, რომელიც მათი აზრით, ღირსებით მცხოვრები კაცის იმიჯს დამინგრევდა და გამინადგურებდა. თუმცა არაფერი გამოუვიდათ, რადგან ამ ქალაქში მხოლოდ გაეცინათ მათ მდაბიურ ცილისწამებაზე. მაგრამ მე მყავს შვილები. ჩემი ოჯახით, ამ ქალაქში ვაპირებ ცხოვრებას და ყველაფერს გავაკეთებ კანონის ფარგლებში, რომ ჩემს შვილებს მისხალი უხერხულობის განცდა არ დარჩეთ მამის მიმართ ამ ბინძური ცილისწამების გამო!“ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა შეხვედრის დასასრულს ჟურნალისტებთან საუბრისას.
მინდა ჩვენს ამომრჩეველს მივმართო, რომ არცერთი არ დარჩეს არჩევნების დღეს სახლში. ყველანი მივიდეთ და ხმა მივცეთ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
მისივე თქმით, დესტრუქციულ ოპოზიციას არ უნდა მიეცეს პროვოკაციის მოწყობის არცერთი საბაბი.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა მუნიციპალიტეტში ვიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ. ჩვენ მშვიდი, თავისუფალი არჩევნები უნდა ჩავატაროთ. უნდა იყოს სანიმუშო და სამაგალითო, ისე როგორიც იყო პირველ ტურში, რომ დესტრუქციულ ოპოზიციას არ მივცეთ რაიმე პროვოკაციის მოწყობის არცერთი საბაბი. ბუნებრივია, სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად მშვიდ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს არჩევნები და ქვეყანამ და მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს იმ საბოტაჟისგან, რომელიც მჩაგვრელი, მოძალადე სააკაშვილის პარტიისგან მომდინარეობს.
სრული მობილიზება კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი არცერთი ამომრჩეველი არ დარჩეს არჩევნების დღეს სახლში. ბევრ მუნიციპალიტეტში, ჩვენი ძალიან ბევრი ამომრჩეველი არ მივიდა არჩევნებზე იქიდან გამომდინარე, რომ მათ სჯეროდათ და ჩვენს გამარჯვებაში იყვნენ დარწმუნებულები. მინდა ჩვენს ამომრჩეველს მივმართო, რომ არცერთი არ დარჩეს არჩევნების დღეს სახლში. ყველანი მივიდეთ და ხმა მივცეთ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.