ხვალ 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტური გაიმართება,სადაც მერებს აირჩევენ.მოქალაქეები ხვალვე 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 წევრს აირჩევენ.უბნები ამომრჩევლისთვის დილის 8 საათზე გაიხსნება.არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ცესკოს თავმჯდომარემ შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა.გიორგი კალანდარიშვილის თქმით,გახსნილია 1830 საარჩევნო უბანი და 29 სპეცუბანი,რომელიც მოემსახურება სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩეველს.მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 მილიონ ოთხმოცდარვა ათასს შვიდას ოცდაორს შეადგენს.
ხვალ საარჩევნო უბნებზე მისულ მოქალაქეებს ახალი დიზაინის კაბინები დახვდებათ.ქვეყნის მასშტაბით 1750 უბანზე ბიულეტინების დათვლის აუდიო და ვიდეო გადაღება განხორციელდება. სადამკვირველო ორგანიზაციები და მედია პროცესზე დაკვირვებას პირველი ტურის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტით შეძლებენ.ჯამში არჩევნების მეორე ტურს 119 მედია ორგანიზაციის 3 711 წარმომადგენელი გააშუქებს.