ჩვენ დარწმუნებულები ვართ ,რომ გავიმარჯვებთ- ეს განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"ქუთაისის მერობის კანდიდატმა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გააკეთა.ხატია დეკანოიძემ საარჩევნო შტაბში ბრიფინგი გამართა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.
"ყველა,ვინც ხართ ჩაწერილი ადგილზე,ვინც ხმას აძლევთ ქუთაისში,აუცილებლად ჩამობრძანდით იმისთვის ,რომ ქუთაისში, წყალტუბოში, ბაღდათში, ადგილზე დააფიქსიროთ თქვენი ნება,რომელსაც ვერ აღუდგება წინ ის გაყალბების მანქანა,რომელიც ამუშავებული აქვს ხელისუფლებას.დიახ,ქუთაისში ჩვენ,მათ შორის ჟურნალისტებმა აღკვეთეს ფაქტი,რომელიც გულისხმობდა პირადობის მოწმობების ჩაბარებას და ამ ადამიანებისთვის ფულის დარიგებას.მე პირობას გაძლევთ,რომ თითოეულ ხმას გავუფრთხილდები,თოთოეული ხმა იქნება დაცული.თავისუფლება გადის ხვალინდელ დღეზე,ხვალიდან უნდა დასრულდეს ზიზღი და აგრესია".-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.