სამი ქუჩის რეაბილიტაცია ,რისთვისაც 7,5 მილიონი დაიხარჯა,ისევ არ დასრულებულა.ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცლებს.
კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე ქუთაისის მერიამ შპს გზამშენი XXI-სთან 1.2 მილიონ ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა, სამუშაოები კი 2021 წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ არ დასრულებულა;
აგრეთვე ქუთაისში, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შპს ბლექ სი გრუპს თითქმის 7 მილიონ ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა და სამუშაოების დასრულების ვადა 4-ჯერ გადაუწია, თუმცა რეაბილიტაცია ისევ არ დასრულებულა.
იგივე გამეორდა აღმაშენებლის გამზირის შემთხვევაშიც, რომლის რეაბილიტაცია 2021 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულებულიყო და ამისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სს “აკკორდი ჯორჯიას” 1.2 მილიონ ლარზე მეტი გადაუხადა, თუმცა ვალდებულება არ შესრულდა, ხელშეკრულება გაწყდა და გამზირის რეაბილიტაცია ვერ მოხერხდა.
შპს გზამშენი XXI-ის ერთ-ერთი მეწილე ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ყოფილი და ქუთაისის ტორპედოს მოქმედი დირექტორია, შპს “ბლექ სი გრუპის” ერთ-ერთი მეწილე კი დეპუტატ ბექა ოდიშარიას ბიზნესპარტნიორია, ხოლო ამ კომპანიის დირექტორის ოჯახის წევრებმა ქართულ ოცნებას ჯამში 100,000 ლარი შესწირეს.
ფოტო აღებულია "ფლანგვის დეტექტორის"გვერდიდან.