პარტია "ახალი ქრისტიან დემოკრატების" თავმჯდომარემ ქუთაისის მერიასთან მორიგი პერფორმანსი მოაწყო.
გოგი წულაია ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ სიმბოლურად ბოქლომით ხელში მივიდა. წულაიას თქმით,აღნიშნული პერფორმანსით გამოხატავს პროტესტს საჯარო მოხელეების ხელისუფლების კონტრაქციაზე წაყვანასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ცარიელი მერია უნდა ჩაიკეტოს.ის ამბობს, რომ ხალხის ფული აქციების მოწყობაში არ უნდა იხარჯებოდეს.