,,ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი აცხადებს, რომ გუშინ, რუსთავის ციხესთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამართული აქციის შესახებ ინფორმირებული არ იყო და არც აქციის მონაწილეებს იცნობს.
როგორც ხახალეიშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ლაივ-ჩართვისას კითხვის საპაუხოდ განაცხადა, ყველა ადამიანი საკუთარი ცხოვრების წესიდან გამომდინარე იღებს საზოგადოებიდან გარკვეულ რეაქციებს.
"ჩემთვის ნამდვილად არ იყო ცნობილი რა აქცია იმართებოდა, როცა ვიდეოკადრი ჩამიგდეს, მაშინ ვნახე იქ რაც ხდებოდა. ერთი თემა ის არის, რომ ყველა ადამიანს თავისი გამოხატვის უფლება აქვს, ეს დემოკრატიის პრინციპია, თუმცა როცა ვინმეს ღირსება ილახება, დემოკრატია მაინცდამაინც აღარ მუშაობს.
უბრალოდ ერთს ვიტყვი, რომ ყველა გარკვეულ რეაქციას თავისი ცხოვრების წესით იმსახურებს და ალბათ, რაც იქ ხდებოდა, ვის წინააღმდეგაც იყო მიმართული, იმ ადამიანმა თავისი ცხოვრების წესით, მისი გაკეთებული საქმეებით დაიმსახურა.
გულწრფელად გეტყვით ,არც ვიყავი ინფორმირებული თუ ასეთი აქცია იგეგმებოდა, რამდენიმე მათგანი ჩემთვის ნაცნობია, უმრავლესობა არც კი ვიცი, ვინ იყო, მაგრამ ერთს ვიტყვი ხაზგასმით, რომ ყველა ღებულობს იმას, რასაც იმსახურებს თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ცნობისთვის, რუსთავის ციხესთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 26-ე დღეა შიმშილობს, ქუთაისიდან ჩასულმა ადამიანთა ჯგუფმა აქცია გამართა.მათ მიხეილ სააკაშვილს სიტყვიერ შეურაცყოფა მიაყენეს.
მინდა, ბატონ პაატა ბურჭულაძეს მოვუწოდო, არ შეფერის თქვენი დონის ხელოვანს ასეთი იაფფასიანი ტრიუკები და ნუ აყვებით იმ თქვენი ფავორიტის თემებს, ვის მხარდასაჭერადაც ჩამობრძანდით, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ლაივ-ჩართვისას განაცხადა.
"გუშინ რომ მუსიკალურ სასწავლებლებში ბრძანდებოდნენ ვინმე დაუშალათ? არა ბატონო, მიბრძანდით და გაეცანით, არავინ არაფერს არ გიშლით, მაგრამ პოლიტიკურ შოუს და სპექტაკლებს ნუ დადგამთ.
მინდა, ბატონ პაატა ბურჭულაძეს მოვუწოდო, არ შეფერის თქვენი დონის ხელოვანს ასეთი იაფფასიანი ტრიუკები და ნუ აყვებით იმ თქვენი ფავორიტის თემებს, ვის მხარდასაჭერადაც ჩამობრძანდით და თქვენ იმიჯს ნუ შეილახავთ. სადაც გინდათ შეგიძლიათ, თავისუფლად შეხვიდეთ, უბრალოდ ოპერაში გამოცხადებულია კარანტინი, რადგან რამდენიმე მუსიკოს დაუდასტურდა კოვიდი.
გუშინ ბრძანდებოდით თქვენ ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში და არავის არაფერი დაუშლია თქვენთვის, პირიქით, კიდევაც მიგიღეს, გიმასპინძლეს და გამოგაცილეს, როგორც ვიცი. ასე რომ, არ გინდათ ეს იაფფასიანი სიცრუე, ამ ქალაქში ყველამ ყველაფერი ვიცით და გთხოვთ, ამ ქალაქს პატივი ვცეთ, ქუთაისი ყველა სტუმრისთვის ღიაა", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ცნობილმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ დღეს სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქუთაისის ოპერის თეატრში არ შეუშვეს.