ქუთაისის 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, 124-ვე უბანი 08:00 საათზე გაიხსნა.
ლარინა ლალიაშვილის თქმით, შეფერხება არცერთ უბანზე არ დაფიქსირებულა.
ქალაქში ორი სპეცუბანია გახსნილი, მათგან ერთ-ერთი ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
ქალაქში 153 726 ამომრჩეველია რეგისტრირებული. გამარჯვებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ კანდიდატები-ხატია დეკანოიძე და იოსებ ხახალეიშვილი იბრძვიან.