,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,, ქუთაისის 101-ე უბანთან კოორდინატორების მობილიზაციის შესახებ აცხადებს. პარტიის წარმომადგენელს უბანზე, ნინი თვალავაძეს შეკრებილები აგრესიით ესაუბრებიან. მისი ინფორმაციით,კოორდინატორთა ნაწილი შენობაში შეიკეტა.ნინი თვალავაძე საინფორმაციო სააგენტო ,,აქტორთან,,საუბრის დროს ამბობს, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, სადაც უბანია განთავსებული, შენობის მეორე მხარეს ,,ქართულ ოცნებას,, შტაბი აქვს გახსნილი, სადაც შეკრებილები შედიან და იკეტებიან.მან შეკრებილებთან გასაუბრება სცადა, თუმცა პასუხად მიიღო, რომ ამომრჩევლები იყვნენ, სეირნობდნენ, ვარჯიშობდნენ და ერთ-ერთმა ისიც განუცხადა,რომ ,, ასეთი აგრესიული კაცი ვარ დაბადებიდან და ფსიქიურად ავარ დაავადებული,ამის გულისთვის ვიბრძოდი აფხაზეთსა და ავღანეთში?,,-მიმართა მან თვალავაძეს. მათ ენმ-ს წარმომადგენელს სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს.ნინი თვალავაძე ამბობს, რომ უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები ,,ქართული ოცნების,, დამკვირვებლებთან კონტაქტობენ.
- პოლიტიკა
- გადასვლები: 640