15 ნოემბერს პირველად იმერეთის რეგიონში,ლეგენდარული იტალიური ჯგუფი RICCHI E POVERI იმღერებს.აჟღერდება ყველა ცნობილი ჰიტი. კონცერტს ტყიბული უმასპინძლებს. დასაწყისი 18:00 საათზე.
15 ნოემბერს პირველად იმერეთის რეგიონში,ლეგენდარული იტალიური ჯგუფი RICCHI E POVERI იმღერებს.აჟღერდება ყველა ცნობილი ჰიტი. კონცერტს ტყიბული უმასპინძლებს. დასაწყისი 18:00 საათზე.
24 ოქტომბერს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 56-ე თეატრალურ სეზონს გახსნის - საკონცერტო შესრულებით წარმოდგენილი იქნება გამოჩენლი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისი“.
„დაისის“ შესრულებაში თეატრის მთავარი დირიჟორის რევაზ ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებენ თეატრის სოლისტები ,ასევე მოწვეული მომღერალი,თეატრის გუნდი და ორკესტრი.
ქუთაისის ოპერის თეატრის რეაბილიტაცია ამ დრომდე მიმდინარეობს, ამიტომ 56-ე თეატრალური სეზონის გახსნა ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება. დასაწყისი 19 საათზე.
ქუთაისი საერთაშორისო ფოტოფესტივალს „ილო 2024 " მასპინძლობს. ილო ხახიაშვილის სახელობის ფესტივალი ცნობილი ფოტოგრაფის ძეგლთან გაიხსნა.
საფესტივალო პროგრამით გათვალისწინებულია საკონკურსო ფოტოების პრეზენტაცია დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში, მასტერკლასები და ვორქშოპები, ფოტოგადაღებები ქუთაისის ქუჩებში.
ფესტივალის პროფესიონალური ჟიურის მიერ კონკურსის ფინალური ეტაპისთვის როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ავტორების 60-მდე ფოტო იქნა შერჩეული. გამარჯვებულები 20 ოქტომბერს გამოვლინდება.
საერთაშორისო ფოტოფესტივალის „ილო 2024 „-ის ჩატარება შესაძლებელი გახდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, კომპანია „ოქროს პეპელას“ ორგანიზებითა და მხარდაჭერით.
თურქეთის ქალაქ ალანიაში გამართულ IV საერთაშორისო კონკურსში „Global Art Competition“, რომელშიც თურქეთის, ყაზახეთისა და საქართველოს მუსიკოსები მონაწილეობდნენ,ქუთაისელმა მევიოლინე ალექსანდრა ცუცქირიძემ პირველი ადგილი მოიპოვა.
7 წლის ალექსანდრა ცუცქირიძე ქუთაისის ნოდარ გაბუნიას სახელობის მეოთხე სამუსიკო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეა.კონკურსზე მან იანშინოვის კონცერტი და კემულარიას იუმორესკა შეასრულა.
ნიჭიერმა მუსიკოსმა აღნიშნულ კონკურსში მეორედ გაიმარჯვა.

მისი პედაგოგი ეკატერინე გიორგაძე,ხოლო კონცერტმაისტერი თეონა ფურცხვანიძეა.
ალექსანდრა ცუცქირიძე ვიოლინოზე 4 წლის ასაკიდან უკრავს, არის არაერთი ეროვნული და საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული.ნორჩ მუსიკოსს დაკრული აქვს ბათუმისა და თბილისის ორკესტრებთან.7 წლის მევიოლინემ , პირველი სოლო კონცერტი წელს ბათუმში გამართა.

ალექსანდრა ცუცქირიძე ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეა.
ქუთაისი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს 4-9 ოქტომბერს უმასპინძლებს.გახსნის ცერემონია დღეს, 19:00 საათზეა დაგეგმილი.
ფესტივალის პირველ დღეს ნაჩვენები იქნება რეჟისორ ირაკლი კვირიკაძის ფილმი ,,ქვევრი,,.
ფილმების ჩვენებას კინოთეატრი ,,საქართველო,, მასპინძლობს. დასწრება თავისუფალია.
მრავალფეროვანია ხვალინდელი დღის პროგრამაც,მათ შორის, ხვალ, 5 ოქტომბერს, მსახიობ ნატო ვაჩნაძის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით (1904-1953), ნიკოლოზ შენგელაიას ფილმის, „გიულის" ჩვენება გაიმართება.
პროგრამის, „ქართველი ქალები დოკუმენტურ კინოში". -აღნიშნული პროგრამის ჩვენება ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის ფარგლებში გაიმართება.
7 და 8 ოქტომბერს, ნაჩვენები იქნება ფილმები-,, ერთი ჩვენგანი მკვდარია ,,- რეჟ. სოფო ჩხეიძე. ,, გველეშაპი,, - რეჟ. ეკა წოწორია. ,,Re-Movable,, - რეჟ. მარიამ უფი ფარტენაშვილი. ,,საცობის დღიური,, - რეჟ. დეა ჭოლოკავა. ,,Tick Tock,, - რეჟ. ნინიკო ლეკიშვილი.
ჩვენებები 7 ოქტომბერს კინოთეატრ საქართველოს მე-3 დარბაზში 12:00, ხოლო 8 ოქტომბერს მე-4 დარბაზში 16:00 საათზე გაიმართება.
დასწრება თავისუფალია.
კინოფესტივალი ქუთაისში, 4-9 ოქტომბერს ჩატარდება .
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ქალაქში კიდევ ოთხი გამორჩეული მურალი შეიქმნა. ნიკეას ქუჩის სამი მაღლივი კორპუსის…
სამშაბათი სექტემბერი 15
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად,…
სამშაბათი სექტემბერი 15
In საზოგადოებაკერძო და საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სწავლის დაწყება მოსწავლეებს და პედაგოგებს ქუთაისის პირველმა…
სამშაბათი სექტემბერი 15
In განათლებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო…
ორშაბათი სექტემბერი 14
In საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. შესაბამისი განცხადება…
ორშაბათი სექტემბერი 14
In პოლიტიკაქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო თოჯინების თეატრში ახალი, საიუბილეო 80-ე სეზონი 19 სექტემბერს,პრემიერით გაიხსნება. ,,…
კვირა სექტემბერი 13
In კულტურა14 აგვისტოდან ქუთაისში საზაფხულო კინოჩვენებები იწყება. ,,ქართული კინო თაობებისთვის,,- ამ სახელწოდებით კინოჩვენების სამდღიან ციკლს ქუთაისის…
ხუთშაბათი აგვისტო 13
In კულტურაქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ერემეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების…
ოთხშაბათი ივლისი 08
In კულტურასაერთაშორისო თეატრალური ფესტივალის "თეატრალური იმერეთი“ დახურვის ცერემონია ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. „თეატრალური იმერეთი“…
ხუთშაბათი ივლისი 02
In კულტურაა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალის - ნ. გაბუნიას სახელობის #4…
სამშაბათი ივნისი 30
In კულტურა