პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ზაალ ებანოიძეს 86 წელი შეუსრულდა.მას დაბადების დღე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა მიულოცა .
,,ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს და ნაყოფიერ საქმიანობას ლიტერატურის დარგში.,,-ბაღდათის მერი.
ზაალ ებანოიძე რამდენიმე კრებულის ავტორია , მათ შორის პოემების და საბავშვო ლექსების.
ქართული თანამედროვე, კლასიკური პოეზიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, დაჯილდოებულია გალაკტიონ ტაბიძის და ლადო ასათიანის პრემიით, არის ღირსების ორდენის კავალერი და ბაღდათის საპატიო მოქალაქე.